06 Август, 2021

ყველა სახის ქირურგიული ოპერაცია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

ყველა სახის ქირურგიული ოპერაცია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში
ქირურგიული მიმართულებით დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მულტიპროფილური გუნდით არის დაკომპლექტებული. ჰოსპიტალი რეგიონის მოსახლეობას სრულფასოვან ქირურგიულ მომსახურებას სთავაზობს. მათ შორის ხელმისაწვდომია ზოგადქირურგიული, ონკოქირურგიული, ლაპაროსკოპიული, ენდოკრინოლოგიური, თორაკოქირურგიული და პროქტოლოგიური ოპერაციების ფართო სპექტრი. ამ მიმართულებებით განყოფილება 22 საწოლზეა გაშლილი და პაციენტებისთვის მაღალტექნოლოგიურ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ზოგადი ქირურგიის მიმართულებით ტარდება ოპერაციები მუცლის ღრუს ყველა ორგანოზე, კეთდება ღვიძლის შიდა და გარე სადინრების რეკონსტრუქცია, კუჭქვეშა ჯირკვლის ქირურგია, გასტრექტომია (კუჭის მთლიანი ან ნაწილობრივი ამოღება), ოპერაციები საყლაპავის პათოლოგიებზე, ღვიძლის პირველადი სიმსივნეების შემთხვევაში და სხვა. ქირურგიული ჩარევები ხორციელდება როგორც ღია წესით, ასევე - ლაპარასკოპიული მეთოდით. განყოფილება აღჭურვილია Storz-ის  ფირმის უახლესი აპარატურით, რაც ნაკლები დისკომფორტისა და სწრაფი რეაბილიტაციის გარანტია.
ზოგადი ქირურგიის განყოფილებას დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზაზა ჩუბინიძე, რომელმაც ნოვოსიბირსკის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პროფესიული მოღვაწეობა ამავე ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში დაიწყო. მოგვიანებით, ის ქირურგიულ განყოფილებას ჩაუდგა სათავეში და, პარალელურად, ნოვოსიბირსკის სამედიცინო ინსტიტუტში ზოგადი ქირურგიის კათედრაზე მეცნიერ თანამშრომლად იმუშავა. ზაზა ჩუბინიძე ფლობს სახელმწიფო სამედიცინო სერტიფიკატებს როგორც ზოგად ქირურგიაში, ასევე - ქირურგიულ ონკოლოგიაში, ლაპარასკოპიულ და ენდოკრინულ ქირურგიაში.

ქირურგიული მიმართულებით პაციენტებისთვის მძლავრი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი ყოველ სამუშაო დღეს, 09:00 საათიდან არის ხელმისაწვდომი. ხორციელდება წინასწარი ჩაწერაც ნომერზე: 2 55 05 05