
VOLUSON ცნობილია თავისი უნიკალური გამოსახულებით სამეანო ულტრასონოგრაფიაში. დამატებითი ბონუსის 4D რეჟიმისა და მაღალი გარჩევადობის ფერადი, თხევად-კრისტალური მონიტორის მეშვეობით, შესაძლებელია ნაყოფის რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული და ადვილად აღქმადი გამოსახულების მიღება
კონსულტაციებს ჰოსპიტალში ჩაატარებს ექიმი-რადიოლოგი ნანა შარვაძე
4Dრეჟიმს დიაგნოსტიკური მნიშვნელობაც აქვს - განვითარების დეფექტების ადრეულ გამოვლენაში გვეხმარება, მისი მეშვეობით ნაყოფის ანატომიური სტრუქტურის შესწავლა გაფართოებული რეჟიმითაა შესაძლებელი
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის I ტრიმესტრში, როდესაც უნდა შეფასდეს ნაყოფის ტვინის, კიდურების, თავის ქალასა და სახის კუნთების ჩამოყალიბების პროცესთა მიმდინარეობა.
აპარატს ასევე აქვს ნაყოფის გულის გამოკვლევის სპეციალური პროგრამა.
გარდა ამისა, VOLUSON-ი საკვერცხეებში არსებული ფოლიკულის უზუსტესი მონიტორიგნის საშუალებას გვაძლევს. ახალი ფუნქციის წყალობით, აპარატი თავად აფასებს საკვერცხეებს, ასკანერებს მას და გვაწვდის ინფორმაციას მასში ასრებული ფოლიკულების ზომის შესახებ, საკვერცის სამგანზომილებიან სურათთან ერთად.
VOLUSON-ის აპარატი სტანდარულ ექოსკოპიასთან ერთად, დამატებით თანამედროვე ფუნქციებითაც არის აღჭურვილი. ერთი მათგანია ელასტოგრაფია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ქსოვილთა სიმკვრივე სხვადასხვა ორგანოში. ელასტოგრაფია დამატებითი საშუალებაა ავთვისებიანი პროცესის დროული და ზუსტი დიაგნოსტირებისთვის.