16 Июнь, 2020

ურთულესი კარდიოქირურგიული ოპერაცია წარმატებით ჩატარდა

ურთულესი კარდიოქირურგიული ოპერაცია წარმატებით ჩატარდა

ივ. ბოკერიას ჰოსპიტალში ურთულესი კარდიოქირურგიული ოპერაცია წარმატებით ჩატარდა.

 

33 წლის მამაკაცი კლინიკაში მცირე დატვირთვაზე ჰაერის უკმარისობის ჩივილით შევიდა. ჩატარებულმა გამოკვლევებმა აღმავალი აორტის გიგანტური ანევრიზმა და აორტის სარქვლის მძიმე ნაკლოვანება გამოავლინა. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიგეგმა სასწრაფო ოპერაცია.

ჩატარდა ე.წ. დევიდის პროცედურა - სარქველშემანარჩუნებელი აღმავალი აორტისა და აორტის ბოლქვის რეზექცია კორონარული ატრერიების რეიმპლანტაციით. ურთულესი ოპერაცია კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით დასრულდა. პაციენტი თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება