23 Июнь, 2021

სრული კარდიოინტერვენციული სერვისი ზუგდიდი რეფერალურ ჰოსპიტალში

სრული კარდიოინტერვენციული სერვისი ზუგდიდი რეფერალურ ჰოსპიტალში

ჰოსპიტალს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს სამეგრელოს რეგიონისა და ასევე, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობისთვის ურგენტული სერვისების დროულად უზრუნველყოფის კუთხით. ჰოსპიტალი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რეგიონიდან გაუსვლელად, კვირაში 7 დღე 24 საათიან რეჟიმში პაციენტებს აღმოუჩინოს დროული და სწორი სამედიცინო სერვისი. სწორედ ამ მიზნით ჰოსპიტალში მოქმედებს სრული კარდიოინტერვენციული სერვისი დაგულ-სისხლძარღვთა მწვავე პათოლოგიების  მქონე პაციენტებსმნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ სამედიცინო მომსახურების ხარისხს, რადგან მათ აღარ უწევთ რეგიონის დატოვება და სერვისის მიღება 24 საათიან რეჟიმში შეუძლიათ.


ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:

  • ელექტროკარდიოგრამა;
  • ექოკარდიოსკოპია;
  • ჰოლტერის  24- საათიანი მონიტორირება;
  • დატვირთვის სტრეს ტესტი;
  • ინტერვენცია, რომელიც გადაუდებელ დიაგნოსტიკას გულისხმობს;
  • კორონაროგრაფია;
  • კორონარული ბალონირება;
  • სტენტის იმპლანტაცია.

 

კარდიოინტერვენციული პროცედურა ჰოსპიტალში ამერიკული წარმოების General Electric ანგიოგრაფით ტარდება.

აღსანიშნავია, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტლის კარდიოინტერვენციული მიმართულების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილებადა 2000-ზე მეტი ჩატარებული მანიპულაცია.

ჰოსპიტლის კარდიოინტერვენციული მიმართულების მაღალკვალიფიციურ გუნდს კარდიოინტერვენციონისტი გიორგი ჩხეტია ხელმძღვანელობს.