12 Aпрел, 2021

სრული ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სერვისის მიღება 24 საათიან რეჟიმში ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის

სრული ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სერვისის მიღება 24 საათიან რეჟიმში ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის

ნებისმიერი პაციენტისთვის, დაავადების შემთხვევაში ადრეული და სწორი დიაგნოსტიკა, წარმატებული მკურნალობის საწყისია. სწორედ, ამას გულისხმობს,  ივანე ბოკერიას ჰოსპიტლის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელიც ერთ-ერთიყველაზე განსაკუთრებულია საქართველოში.

ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილება ნებისმიერი ასაკის პაციენტს  24 საათიან რეჟიმში სამედიცინო სერვისის ყველა მიმართულებას სთავაზობს:

  • ლაბორატორიულ სრულ  სპექტრს (კლინიკური, ბიოქიმიური, ბაქტეროლოგიური, იმუნოფერმენტული, ციტოლოგიური და ა.შ.);
  • რადიოლოგიურ კველევებს (რენტგენი და ულტრასონოგრაფია);
  • ენდოსკოპიურ კვლევებს (გასტროფიბროსკოპია, კოლონოსკოპია, ბრონხოსკოპია, კოლპოსკოპია);
  • მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ კვლევებს (კომპიუტერული ტომოგრაფია; მაგნიტორეზონანსულიტომოგრაფია).

რაც მთავარია, პაციენტს ემსახურება მაღალ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი,  რომლებიც სტაციონარში მოღვაწეობენ და ამავდროულად პაციენტებს ამბულატორიულადაც იღებენ.

გარდა ამისა, ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილება 24 საათის განმავლობაში ქრონიკული ტკივილის მქონეპაციენტებს, კერძოდ, ხერხემლის დაავადებებით (დისკოზი, თიაქარი) და სიმსივნური პროცესებით გამოწვეული  ძლიერი ტკივილის შემსუბუქებაში ეხმარება. 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი ჩართულია სკრინინგ პროგრამებში, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და სხვა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისაგან განსხვავებით, ამბულატორიაში მოსულ პაციენტს შესაძლებლობა აქვს კონკრეტული პათოლოგიის  საკითხზე ქართველი ექიმების ხელშეწყობით ევროპის წამყვანი კლინიკების სამედიცინო პერსონალთან ტელეხიდი გამართოს. ამ შემთხვევაში იგულისხმება გარკვეულწილად მძიმე შემთხვევები. 

 

ამჟამად, ივანე ბოკერიას ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი თანამშრომლობს თურქეთის, გერმანიის და საფრანგეთის სხვადასხვა წამყვან კლინიკებთან.

 

ჰოსპიტლის  ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსია ქეთევან შარანგია. ქეთევან შარანგია ამბულატორიისა და პაციენტებთან თანამშრომლობის უპირატესობად მაღალკვალიფიციურ მედპერსონალს მიიჩნევს, რომლებიც წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ევროპის ქვეყნების წამყვან კლინიკებში პროფესიულ სტაჟირებას გადიან და კვალიფიკაციას იმაღლებენ.