17 Декабрь, 2019

სიცოცხლისთვის!

სიცოცხლისთვის!
„პროფესიით ინჟინერ-ფიზიკოსი ვარ, 35 წლის განმავლობაში „ჭიათურის მანგანუმში“ ვმუშაობდი. ამჟამად 65 წლის პენსიონერი გახლავართ და დღეს რაიონში ჩემს პატარა შვილიშვილს ვზრდი ... მიმძიმს იმ მდგომარეობის აღწერა, რომელშიც აღმოვჩნდი. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა: ექიმებმა ჩემი სიცოცხლის შესანარჩუნებლად ძალ-ღონე არ დაიშურეს!“ - ნამდვილად რთულია მეხსიერებიდან ამოატივტივო ის წამი, როდესაც მთელი შენი ორგანიზმი სიცოცხლისთვის იბრძოდა!

ექიმების მადლიერია იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელიც გამოავლინეს.
დარეჯან კაპანაძე საჩხერის რაიონული საავადმყოფოდან კავკასიის მედიცინის ცენტრში სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დიაგნოზით გადმოიყვანეს. როგორც მისი მკურნალი ექიმი, მირზა ხინიკაძე იხსენებს, პაციენტის მდგომარეობას თავის ტვინის ანევრიზმის გასკდომა ამძიმებდა და არსებობდა რეციდივის რისკიც, რაც ფატალურ შედეგებს გამოიწვევდა. „ანევრიზმის ლოკალიზაციიდან გამომდინარე და შესაძლო გართულებების გათვალისწინებით ანევრიზმის კლიპირება გამოირიცხა. ჩატარდა ანევრიზმის ენდოვასკულური გამოთიშვა სპეციალური ქოილებით“ - განმარტავს მირზა ხინიკაძე.

ამჟამად დარეჯან კაპანაძის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ოპერაციის შემდეგ სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა.