
თანამედროვე მედიცინის გამოწვევა, COVID 19 განსაკუთრებით საყურადღებოა გულით დაავადებული და ხანშიშესული პაციენტებისთვის. ახალ კორონავირუსს, სხვა პანდემიებისგან განსხვავებით, გართულებების დაბალი რისკი ახასიათებს, თუმცა თანმხლები გულ-სისხლძარღვთა დაავდებები ამ რისკს, დაახლოებით, 4-ჯერ ზრდის.
ზედმიწევნით გაითვალისწინეთ ზოგადი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩევები:
"დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრი" გთავაზობთ ონლაინ კონსულტაციებს.
ჰიგიენური წესების მკაცრი დაცვით COVID 19 ადვილად დამარცხებადია!
ნიკოლოზ ვაშაყმაძე - "დასავლეთ საქართველოს გულის" ცენტრის ხელმძღვანელი
ზედმიწევნით გაითვალისწინეთ ზოგადი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩევები:
- ხშირად დაიბანეთ ხელები. ერიდეთ დაუბანელი ხელით სახის, თვალების, ცხვირის, პირის ლორწოვანის შეხებას.
- მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, უარი თქვით ხელის ჩამორთმევაზე, გადაკოცნაზე.
- ხველებისა და ცემინებისას დაიცავით დისტანცია, შებრუნდით და გამოიყენეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი.
- სიმშვიდე, ჯანსაღი კვება, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და მშვიდი ძილი აუცილებელია თქვენი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის.
- ზომიერად მიიღეთ სითხე (რაოდენობა შეათანხმეთ მკურნალ ექიმთან)
- მეორადი ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად სასურველია ჩაიტაროთ ვაქცინაცია პნევმოკოკებისა და ინფლუენსას წინააღმდეგ (მიმართეთ მკურნალ ექიმს).
- ხველის, ცხელების ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს (მოერიდეთ პირად ვიზიტს).
"დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრი" გთავაზობთ ონლაინ კონსულტაციებს.
ჰიგიენური წესების მკაცრი დაცვით COVID 19 ადვილად დამარცხებადია!
ნიკოლოზ ვაშაყმაძე - "დასავლეთ საქართველოს გულის" ცენტრის ხელმძღვანელი