13 Декабрь, 2021

ონკოუროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მძლავრი სერვისი კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში

ონკოუროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მძლავრი სერვისი კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის უროლოგიური განყოფილება პაციენტებს ნებისმიერი სახისა და სირთულის ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს. სადიაგნოსტიკოდ ჰოსპიტალში გამოიყენება პროსტატის ბიოფსია, რომელიც დასავლეთ საქართველოში პირველად ამ ჰოსპიტალში დაინერგა, და  ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა: ცისტოსკოპია, ურეთროცისტოსკოპია მაღალი გარჩევადობის აპარატით, მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია, კონტრასტით.

ჰოსპიტალში ხორციელდება შემდეგი ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა:

  • სათესლე ჯირკვლის სიმსივნეები: სემინომა და არასემინომა;
  • პროსტატის სიმსივნე;
  • შარდის ბუშტის სიმსივნე;
  • თირკმლის სიმსივნე;
  • სასქესო ასოს სიმსივნე;
  • რეტროპერიტონეალური სივრცის იშვიათი სიმსივნეები.

ცენტრში ონკოლოგიური დაავადებების მედიკამენტოზური და ოპერაციული მკურნალობა ხორციელდება. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს:

  • პრე და პოსტოპერაციულ ქიმიოთერაპიას;
  • პრე და პოსტოპერაციულ სხივურ თერაპიას, რომელიც ქუთაისში მხოლოდ ონკოლოგიის ცენტრში ხორციელდება;
  • ტარგეტულ (სამიზნე) თერაპიას;
  • ჰორმონოთერაპიას;
  • იმუნოთერაპიას.

ჰოსპიტალში ქირურგიული მკურნალობა ტარდება როგორც მცირე ინვაზიური ჩარევებით (ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიული მეთოდები), ასევე ღია წესით.

ენდოსკოპიური მეთოდებით ხორციელდება:

  • პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია;
  • შარდის ბუშტის ტრანსურეთრული რეზექცია.

ლაპარასკოპიულ ოპერაციებს მიეკუთვნება:

  • რადიკალური ნეფრექტომია;
  • რადიკალური პროსტატექტომია.

რაც შეეხება ღია წესით მიმდინარე ოპერაციებს, ცენტრში ტარდება:

  • რადიკალური ნეფრექტომია;
  • რადიკალური პროსტატექტომია;
  • რადიკალური ცისტოპროსტატექტომია, ორთოტოპული რეზერვუარის (ხელოვნური შარდის ბუშტის) ფორმირებით ნაწლავიდან;
  • ინგვინალური ორქექტომია;
  • მენჯის ლიმფადენექტომია (მენჯის ლიმფური კვანძების ამოკვეთა).

 

უროლოგიური განყოფილების მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი, ხშირად ესწრება ევროპის უროლოგთა ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციებს და, მათი გაიდლაინების მიხედვით, ნერგავს მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს. კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის უროლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს ევროპისა და საქართველოს უროლოგთა ასოციაციის წევრი, რაულ ვარდოსანიძე.