14 Январь, 2020

ნეიროქირურგია

ნეიროქირურგია
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიული დეპარტამენტი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია ქვეყანაში და ნეიროონკოლოგიურ, ენდოვასკულარულ, ღია სისხლძარღვოვან, სპინალურ, ტრავმულ და ფუნქციურ ნეიროქირურგიას აერთიანებს. თითოეული მიმართულება პაციენტებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს:

ნეიროონკოლოგია - თავის და ზურგის ტვინის, ქალა-ფუძის და კრანიოფაციალური მიდამოს სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა;
სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია - თავის და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების ღია და ენდოვასკულური ქირურგიული მკურნალობა, მათ შორის ენდოვასკულური თრომბექტომია იშემიური ინსულტების დროს;
სპინალური ქირურგია - ხერხემლის სვეტის დეგენერაციული და სიმსივნური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა;
ფუნქციური ქირურგია - ეპილეფსიის, სამწვერა და ენა-ხახის ნევრალგიის, ჰემიფაციალური სპაზმის ქირურგიული მკურნალობა (მიკროვასკულური დეკომპრესია), ჰიდროცეფალიისა და ინტრაკრანიული ცისტების მაშუნტირებელი და ენდოსკოპიური ოპერაციები, პერიფერიული ნერვული სისტემის გვირაბული სინდრომების თავის ტვინის და ხერხემლის სვეტის ტრავმული დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა.

ჰოსპიტლის უპირატესობას უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურა, დასავლური
გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალი და მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული, საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის
განყოფილება წარმოადგენს. ნეიროქირურგიული სერვისი პაციენტებისთვის 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.