20 Декабрь, 2021

მძლავრი სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში

მძლავრი სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში

მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი  სამეანო-გინეკოლოგიურ და ნეონატოლოგიურ სერვისებს აერთიანებს. ჰოსპიტალი, საერთაშორისო პროტოკოლების გათვალისწინებით, პაციენტებს სთავაზობს მე-2 დონის სამშობიარო ( რაც ნიშნავს 32 კვირის შემდეგ მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის მართვას) და მე-3 დონის ნეონატოლოგიურ მომსახურებას (ახალშობილთა რეანიმაცია). გარდა ამისა, სერვისი მოიცავს გინეკოლოგიური პათოლოგიების ამბულატორიულ მართვასა და დიაგნოსტიკურ კვლევებს:

  • ლაბორატორიული კვლევები;
  • ექოსკოპია (4D აპარატით);
  • პაპ-ტესტი;
  • კვლევა სტანდარტული და ახალი თაობის DYSIS  ფირმის კოლპოსკოპით, რომელიც გამოირჩევა ღრმად მდებარე ვენების კარგი ვიზუალიზაციით და, შესაბამისად, ზრდის ობიექტური კვლევის სტანდარტს.

სამეანო სერვისი მოიცავს: ორსულობის დაგეგმვას, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ უფასო 8 ვიზიტს ორსულთა მონიტორინგისთვის, ანტენატალურ (მშობიარობამდე პერიოდი), ინტრანატალურსა (მშობიარობა) და პოსტნატალურ (მშობიაობის შემდგომ) მეთვალყურეობას. განყოფილებაში ხორციელდება ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მშობიარობების მართვა და საკეისრო კვეთა.

რაც შეეხება გინეკოლოგიურ მომსახურებას, ჰოსპიტალში ხორციელდება სრული გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტირება და მკურნალობა:

  • საშვილოსნოს გარე ორსულობა;
  • საკვერცხის კისტა;
  • საშვილოსნოს ლეიომიომები;
  • ენდომეტრიოზი;
  • საშვილოსნოს ტანისა თუ ყელის პოლიპი.

გინეკოლოგიური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობის უმეტესი წილი მცირე ინვაზიურ (ლაპარასკოპიულ) ოპერაციებზე მოდის, თუ ლაპარასკოპიული ჩარევა უკუჩვენებას წარმოადგენს, ჰოსპიტალში ასევე ხორციელდება ოპერაციები ღია წესით. ქირურგიული მკურნალობა მოიცავს:

  • ჰისტერექტომიას;
  • ცისტექტომიას;
  • სალპინგექტომიას;
  • საშვილოსნოს პროლაფსების: ცისტოცელესა (შარდის ბუშტის საშოში შეჭრა) და რექტოცელეს (სწორი ნაწლავის საშოში შეჭრა) მკურნალობას ვაგინალური ჰისტერექტომიითა და საშოს პლასტიკით.

ამას გარდა, როგორც აღვნიშნეთ, ჰოსპიტალში ხორციელდება რიგი გინეკოლოგიური პათოლოგიების: პრემენოპაუზალური და მენოპაუზალური პრობლემების, ანთებითი პროცესების (სასქესო ორგანოებისა და მცირე მენჯის ღრუს), ჰორმონალური დარღვევებისა და რეპროდუქციული პრობლემების ამბულატორიული მკურნალობა. 

ასევე, ჰოსპიტალს გააჩნია საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მართვის კაბინეტი, სადაც გამოკვლევისთვის გამოიყენება კოლპოსკოპია DYSIS ფირმის აპარატით, რომლის უპირატესობაა საშვილოსნოს ყელის სკანირების სისტემით გამოკვლევა, შესაბამისად, დაზიანებული უბნის იდენტიფიცირება ხდება კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, რომელიც იძლევა ზუსტ ინფორმაციას დაზიანების ლოკალიზაციისა და სიღრმის შესახებ, რაც დიაგნოზის დასმის 100 %-იანი გარანტია. საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების მკურნალობა კი ლაზერითა და რადიოტალღებით, რადიოსურგიტრონის აპარატით ხორციელდება.

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის მაღალკვალიფიციურ გუნდს ხელმძღვანელობს ვალერი აბულაძე.