29 Июнь, 2021

მ. იაშვილის სახ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი პაციენტს სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულებით მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს

მ. იაშვილის სახ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი პაციენტს  სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულებით მომსახურების სრულ სპექტრს  სთავაზობს
მ. იაშვილის სახ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის სამეანო - გინეკოლოგიურ განყოფილებაში მოქმედებს ანტენატალური მეთვალყურეობის, სამეანო და გინეკოლოგიური სერვისები.

სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილება პაციენტს სამეანო - გინეკოლოგიური მიმართულებით მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. მოქმედებს ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა, ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა, სადაც ხდება ორსულთა მომზადება მომავალი დედობისათვის. განყოფილება სრულად აკმაყოფილებს სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება გათვლილია 27 საწოლზე, მათ შორის 2 VIP პალატა, ოთხი ინდივიდუალური სამშობიარო ბლოკი. კლინიკაში ნეონატოლოგიურ ინტენსიურ და რეანიმაციულ განყოფილებაში შესაძლებელია ახალშობილთა ნებისმიერი სირთულის მდგომარეობის მართვა.

სამეანო-გინეკოლოგიურ დეპარტამენტს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მინიჭებული აქვს ბავშვისადმი კეთილგანწყობილი საავადმყოფოს სტატუსი.

განყოფილება გინეკოლოგიურ პაციენტს სთავაზობს ლაპარასკოპიულ, ჰისტეროსკოპიულ და კოლპოსკოპიურ მომსახურებას, უახლესი თანამედროვე აპარტურით.

სტაციონარში შესაძლებელია ორსულთა და გინეკოლოგიური პაციენტების სრული კლინიკო-ლაბორატორიული სერვისების შეთავაზება: საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტირება დასავლეთ საქართველოში ერთადერთი DYSIS კოლპოსკოპით, ხორციელდება სკრინინგი და შემდგომი მკურნალობა.

ასევე, ხელმისაწვდომია საშვილოსნოს ღრუს ჰისტეროსკოპიული გამოკვლევა, ლაპარასკოპიული დიაგნოსტირება და შემდგომი ოპერაციული მკურნალობა.
განყოფილებაში მოქმედებს სამედიცინო პერსონალის უწყვეტი გადამზადების, თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვის სისტემა.