13 Cентябрь, 2021

ლაპარასკოპიული ქირურგიის გამოყენების უპირატესობები ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალში

ლაპარასკოპიული ქირურგიის გამოყენების უპირატესობები ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალში
ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალში ორი წელია აქტიურად გამოიყენება ლაპარასკოპიული ქირურგია ბავშვებში. გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციების 90% ამ მეთოდით სრულდება.

ლაპარასკოპიულ ჩარევას ბევრი დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში, მინიინვაზიური მიდგომის გამო პაციენტს ნაკლები ტრავმა მიეყენება და მინიმალურია სისხლის დანაკარგი. ნაკლებია შეხორცებები და შეხორცებითი გაუვალობების წარმოქმნა. რეციდივის განვითარების რისკი (მაგ, თიაქრის შემთხვევაში) 1%-მდეა შემცირებული.

რაც შეეხება პოსტოპერაციულ პერიოდს, ოპერაციიდან 20 წუთში პაციენტს შეუძლია ფეხზე დადგომა. სრული რეაბილიტაცია ხანმოკლეა, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ოპერაციის ტიპის მიხედვით, პაციენტს მინიმუმ 24 სთ, ხოლო მაქსიმუმ 72 სთ ტოვებენ კლინიკაში. კლინიკიდან გაწერის შემდეგ კი რეკომდენდებულია აქტიურობა.

ციციშვილის ჰოსპიტალში ლაპარასკოპიული მიდგომით შემდეგ დაავადებებს მკურნალობენ:

  • აპენდიციტი;
  • თიაქარი;
  • წყალმანკი (ჰიდროცელე);
  • ვარიკოცელე;
  • მეკელის დივერტიკული (როცა ნაწლავს აქვს დამატებითი მარყუჟი);
  • ინვაგინაცია (ნაწლავის ჩაჭედვა მეორე ნაწლავში);
  • კრიპტორქიზმი (სათესლე ჯირკვლის მდებარეობა მუცლის ღრუში).

ფილტვის პათოლოგიების შემთხვევაში მკურნალობენ:

  • ატიპიური რეზექციები;
  • პლევროპლევმონია (ოპერაცია კეთება თორაკოსკოპის საშუალებით);
  • ბულოზური ემფიზემა.

ძირითადად, ლაპარასკოპიული ოპერაციის დროს კეთდება სამი განაკვეთი ისე, რომ შეიკრას სამკუთხედი. განაკვეთში იდგმება პორტი, ხოლო მასში ტარდება ლაპარასკოპიული კამერა. მუცლის ღრუზე მიდგომის დროს, მისი ვიზუალიზაციისა და მანიპულაციების ჩასატარებლად, ხდება ღრუს გაბერვა CO2-ით.

აღსანიშნავია, რომ მეკელის დივერტიკულის დროს არა სამი განაკვეთი, არამედ ერთი განაკვეთი კეთდება ჭიპთან.

საქართველოში მხოლოდ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალში ტარდება დიაფრაგმის თიაქრის მკურნალობა ლაპარასკოპიული მიდგომით ერთი დღის ახალშობილზე, რითაც, თავიდან ავიცილებთ ლეტალობის დადგომას.

ციციშვილის ჰოსპიტალში ლაპარასკოპიული ქირურგია დანერგა და დღემდე წარმატებით ახორციელებს ბავშვთა ქირურგი და ქირურგ-ენდოსკოპისტი ერეკლე მოსიძე, ხოლო გინეკოლოგიურ ოპერაციებს ამ მეთოდით ატარებს ბავშვთა გინეკოლოგი ნიკა მაზიაშვილი.