22 Hоябрь, 2020

კოვიდ-დადებით პაციენტს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

კოვიდ-დადებით პაციენტს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა
ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში კოვიდ-დადებითი პაციენტს ენდოვასკულარული ემბოლიზაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც Covid 19 ბათუმში დაუდასტურდა, ქუთაისში ორმხრივი პნევმონიის, ანემიისა და მწვავე პროფუზული გასტროდუოდენური სისხლდენის ჩივილებით შეიყვანეს. ენდოსკოპიური გამოკვლევის შემდეგ ლიზირება გაკეთდა, თუმცა რამდენიმე დღეში განმეორებითი სისხლდენა დაფიქსირდა.


ქუთაისელმა ექიმებმა კოვიდ-დადებითი პაციენტისთვის ენდოვასკულარული ემბოლიზაციის ჩატარება გადაწყვიტეს. მანიპულაცია ექსკლუზიურია საქართველოში და სპეციალური ემბოლების მეშვეობით სისხლძარღვის შერჩევით ოკლუზიას ითვალისწინებს. პროცედურა წარმატებით დასრულდა.


ახალგაზრდა პაციენტს ცხელების ცენტრში სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარდა კოვიდ 19-ზეც. მამაკაცი ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა.