19 Июнь, 2020

კავკასიის მედიცინის ცენტრში კუჭის ბოტოქსის პროცედურები წარმატებით მიმდინარეობს

კავკასიის მედიცინის ცენტრში კუჭის ბოტოქსის პროცედურები წარმატებით მიმდინარეობს
2020 წლიდან კავკასიის მედიცინის ცენტრის ქირურგიული ენდოსკოპიისა და ენდოკრინოლოგიის, ნუტრიციოლოგიისა და მეტაბოლოგიის დეპარტამენტში აქტიურად და წარმატებით ხორციელდება ახალი სერვისი -კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსის პროცედურა.
 
კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი ჭარბ წონასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და თანამედროვე მეთოდია. მანიპულაციისას კუჭის ლორწოვან გარსში  ბოტულინის ტოქსინის ენდოსკოპიური გზით შეყვანა ხდება, რაც კუჭის მოცულობის შემცირებასა და მადის დაქვეითებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, წონაში კლების პროცესი ეტაპობრივად და ჯანსაღად მიმდინარეობს. გარდა ვიზუალური ეფექტისა, კუჭის ბოტოქსი მნიშვნელოვნად ამცირებს კარდიოვასკულურ რისკებს და შესაძლო გართულებებს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

პროცედურა ხანმოკლეა და სულ რაღაც 15 წუთი გრძელდება, თუმცა მანიპულაციის ჩატარებამდე ხორციელდება წინასწარი გამოკვლევები. აღსანიშნავია ისიც, რომ კუჭის ბოტოქსის პროცედურა კავკასიის მედიცინის ცენტრში ყველა მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი. ჰოსპიტალი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაცია სრულიად უფასოდ გაიარონ, ვინაიდან კუჭის ბოტოქსი გარკვეული ტიპის ჭარბწონიანი პაციენტებისთვის ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავალია.