16 Декабрь, 2021

კარდიოლოგია და კარდიოინტერვენცია ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში

კარდიოლოგია და კარდიოინტერვენცია ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი 15 წლიდან ასაკის პაციენტებს სთავაზობს კარდიოლოგიურ და კარდიოინტერვენციულ მომსახურებას. თანამედროვე და  მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა კი პაციენტებს საშუალებას აძლევს ჩაიტარონ შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევები:

  • ელექტროკარდიოგრაფია (ე.კ.გ);
  • ექოკარდიოგრაფია (გულის ულტრასონოგრაფია);
  • დატვირთვის ე.კ.გ ტესტი;
  • ექოკარდიოგრაფიული დატვირთვის ტესტი;
  • 24 საათიანი ამბულატორიული ე.კ.გ მონიტორინგი;
  • ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია;
  • ნაყოფის ექოკარდიოგრაფია.

ჰოსპიტალური მომსახურების მიღება პაციენტებს შეუძლიათ, როგორც გეგმიურ, ასევე გადაუდებელ რეჟიმში. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურში ხორციელდება:

  • კორონარული ანგიოგრაფია;
  • კორონარული არტერიების ანგიოპლასტიკა და სტენტირება;
  • დროებითი კარდიოსტიმულატორის (პეისმეიკერის) იმპლანტაცია და ა.შ

ჰოსპიტალში ხორციელდება გულის შემდეგი პათოლოგიების სტაციონარული მართვა:

  • გულის იშემიური დაავადება;
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
  • არასტაბილური სტენოკარდია;
  • გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
  • სხვადასხვა სახის ბრადიარითმიების მართვა და ა.შ.

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის კარდიოლოგიური და კარდიოინტერვენციული განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გუნდით, რომელთა წევრებს: გიორგი ნიკოლაიშვილსა და რამაზ ღლონტს გავლილი აქვთ სტაჟირება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. კარდიოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს ევექსის ჰოსპიტლების კარდილოგიის, ინტერვენციული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი, გიორგი ნიკოლაიშვილი.