23 Июнь, 2021

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში პაციენტს გერმანული ხარისხის სერთიფიცირებული სამედიცინო ლაბორატორია ემსახურება

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში პაციენტს  გერმანული ხარისხის სერთიფიცირებული სამედიცინო ლაბორატორია ემსახურება
ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც ერთხელ მაინც მიუმართავს ლაბორატორიისთვის, ყველაზე უმნიშვნელოვანესია კვლევის პასუხი იყოს ასპროცენტიანი, უტყუარი და სანდო. აქ შეცდომა დაუშვებელია.
სწორედ პაციენტების ამ მოთხოვნებსა და მიზნებს ემსახურება, ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ლაბორატორია, რომელმაც ხარისხის კონტროლის გერმანიის ბიოანალიტიკის რეფერენს ინსტიტუტისგან (The Reference Institute for Bioanalytics) ხარისხის გარე კონტროლის უმაღლესი შეფასება მიიღო და შესაბამისი სერტიფიკატებიც მიენიჭა.

კონტროლის გარე ხარისხის სისტემის საშუალებით შემოწმდა როგორც ლაბორატორიული აპარატურა, ასევე გამოყენებული რეაქტივები და სამედიცინო პერსონალის მომზადების დონე, რაც თავის მხრივ, ჰოსპიტალში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების სანდოობას ხაზს უსვამს.

უნდა აღინიშნოს რომ ლაბორატორია პაციენტებს ემსახურება 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე და ტარდება ყველანაირი ტიპის კვლევები:
  • კლინიკური
  • ბიოქიმიური
  • ჰემატოლოგიური
  • იმუნოსეროლოგიური
  • კოაგულაციური

რას გულისხმობს ხარისხის გარე კონტროლი?

საკვლევი ნიმუშები გერმანიიდან, ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ლაბორატორიაში, ანლიზისთვის, სამი თვის განმავლობაში რეგულარულად იგზავნებოდა. 50 -ზე მეტი დასახელების ლაბორატორიულ პარამეტრებზე ჩატარებული კვლევების შედეგების ჯამური მაჩვენებელი, გერმანიის ბიორეფერენს-ინსტიტუტის მიერ 100%-ად შეფასდა.


ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ლაბორატორიაში ხარისხის გარე კონტროლი რეგულარულად, 6 თვეში ერთხელ, ხორციელდება. ლაბორატორიის სამსახურის უფროსი ეკატერინე არველაძე მიიჩნევს, რომ ლაბორატორიისადმი ნდობას სამი ფაქტორი განაპირობებს:
„ უახლესი აპარატურა, მაღალი ხარისხის რეაქტივები და კვალიფიციური მედპერსონალი, სწორედ ამ სამი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს უტყუარ, 100%-იან შედეგებს და კლინიკისადმი მაღალ სანდოობას“ .