17 Август, 2020

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში ღვიძლის სიმსივნის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში ღვიძლის სიმსივნის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა

C ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი (Child B), ჰეპატოცელულური კარცინომა - ეს დიაგნოზი დაუდგინდა ივ. ბოკერიას ჰოსპიტალში 61 წლის მამაკაცს, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც ქირურგიული ჩარევა დაიგეგმა. ტექნიკურ სირთულეს ჰქმნიდა წლების წინ ჩატარებული ოპერაცია ღია წესით, თუმცა სპეციალისტების გუნდმა პროფესორ კობა შანავას ხელმძღვანელობით, ლაპარასკოპიული მიდგომით ღვიძლის რეზექციის ჩატარების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

პაციენტის მდგომარეობის შეფასებისა და რისკების გათვალისწინების ფონზე, ივ. ბოკერიას ჰოსპიტალში ღვიძლის რეზექციის ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით წარმატებით ჩატარდა. შუახნის მამაკაცი უკვე გაეწერა ბინაზე და იმყოფება ამბულატორიული მონიტორინგის პირობებში.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ღვიძლის რეზექცია ღვიძლის კიბოს მკურნალობის ოქროს სტანდარტია. ის წარმოადგენს მკურნალობის ერთადერთ რადიკალურ მეთოდს ღვიძლის ტრანსპლანტაციასთან ერთად. აღნიშნული დონის ოპერაციები მსოფლიო მასშტაბით  მხოლოდ გამოცდილების მქონე სამედიცინო ცენტრებში ტარდება, რადგან ციროზული ღვიძლის მქონე პაციენტებში პოსტოპერაციული მენეჯმენტი სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.