15 Hоябрь, 2021

ინსულინ რეზისტენტენტობა

ინსულინ რეზისტენტენტობა
რა არის ჰორმონი ინსულინი?

ინსულინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლიპეპტიდური ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება პანკრეასის ე.წ ლანგერჰანსის კუნძულების B (ბეტა ) უჯრედების მიერ. მისი მთავარი ფუნქციაა სისხლში მოთავსებული გლუკოზის ოდენობის რეგულირება, რომელიც მონაწილეობს ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში, სადაც ის ენერგიის წყაროდ აღიქმება.
ნახშირწყლების საკვების სახით მიღებისას სისხლში შაქრის დონე იმატებს, რა დროსაც, პანკრეასის უჯრედები ანთავისუფლებენ მეტ ინსულინს, რომელიც ცირკულირებს სისხლში და ეხმარება უჯრედებს გლუკოზის ათვისებაში. ყოველივე ეს კი საბოლოოდ განაპირობებს სისხლში შაქრის თანდათანობით შემცირებას.

ინსულინრეზისტენტობა, გულისხმობს პანკრეასის მიერ ინსულინის დიდი რაოდენობით გამოყოფას, რაც უზრუნველყოფს უჯრედების სრულყოფილ ფუნქციონირებას.

ინსულინრეზისტენტობის განვითარების რისკ ფაქტორებია:

  • ჭარბი წონა და სიმსუქნე (მუცლის არეში არსებული ჭარბი ცხიმი). რისკის შეფასების მთავარი კრიტერიუმი წელის გარშემოწერილობაა, რომელიც სქესის მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:
მამაკაცებში: დაბალი -94 სმ
საშუალო -94-100 სმ
მაღალი -101 სმ

ქალებში: დაბალი- 76 სმ
საშუალო 79-89სმ
მაღალი 89 სმ
ცხიმოვანი ცვლის მოშლა;
  • ათეროსკლეროზი;
  • არტერიული წნევის მომატება;
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
  • უშვილობა;
  • პრედიაბეტი ან შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2 დატვირთული ოჯახური ანამნეზი;
  • ორსულობის დროს განვითარებული დიაბეტის არსებობა ანამნეზში;
  • კუშინგის სინდრომი( თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონ კორტიზოლის დიდი რაოდენობით გამომუშავება);
  • სტეროიდული ჰორმონების მიღება (გლუკოკორტიკოიდები);
  • ანქსიოლიზული საშუალებები;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • დისლიპიდემია;
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • უმოძრაო ცხოვრების წესი;
  • არასრულფასოვანი ძილი;
  • თამბაქოს მოხმარება.


აღსანიშნავია, რომ ცხიმოვანი ქსოვილის ზრდას შეუძლია ინსულინრეზისტენტობის განვითარება, თუმცა, ნორმალური სხეულის მასის ინდექსიც არ გამორიცხავს მის არსებობას. ინსულინრეზისტენტობის გამოვლენა და მკურნალობა, სიმსუქნის მართვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, რადგან მომატებული ინსულინის ფონზე სასურველი შედეგის მიღება გაძნელებულია.

ინსულინრეზისტენტობის გასაზომად, გამოიყენება HOMA ინდექსი (ჰომეოსტატიკური დამხმარე მოდელი), რომელიც ანგარიშდება შემდეგნაირად:
HOMA = (სისხლის გლუკოზა უზმოდ x ინსულინი უზმოდ) / 22.5

ცხოვრების წესის ცვლილებით, კვებითი რაციონის მოწესრიგებით, ფიზიკური აქტივობის გაზრდით, სხეულის მასის შემცირებით, ძილის რეჟიმის მოწესრიგებითა და თამბაქოზე უარის თქმით, შესაძლებელია ინსულინრეზისტენტობის, პრედიაბეტისა და შაქრიანი დიაბეტი ტიპი -2-ის თავიდან აცილება.