08 Июль, 2020

იაშვილის ექიმებმა 4 წლის გოგო სიმსივნისგან განკურნეს

იაშვილის ექიმებმა 4 წლის გოგო სიმსივნისგან განკურნეს
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 4 წლის გოგონა ძილიანობისა და მომატებული ქალასშიდა წნევის სიმპტომებით შეიყვანეს. ჩატარებულმა მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ თავის ტვინის ღეროში მზარდი დიდი ზომის სიმსივნე გამოავლინა. ასეთი ლოკალიზაციის მოცულობითი წარმონაქმნები ნეიროქირურგიაში ურთულესი ტიპის პათოლოგიად ითვლება, ვინაიდან სიმსივნე სასიცოცხლო ფუნქციის მქონე ცენტრებთან პირდაპირ კავშირშია.

რთული ნეიროქირურგიული ოპერაციისას გამოვლინდა, რომ სიმსივნე ინტრაოპერაციულად იყო გავრცელებული და შეზრდილი თავის ტვინის ღეროში. გართულებების მაღალი რისკის მიუხედავად, ნეიროქირურგმა ვლადიმერ წიქარიშვილმა თავის გუნდთან ერთად სიმსივნის ტვინის ღეროს სასიცოცხლო ცენტრებიდან ამოკვეთა წარმატებით განახორციელა.

გართულებების გარეშე ჩაიარა პოსტოპერაციულმა პერიოდმაც. პატარა პაციენტი ამჟამად ბინაზეა გაწერილი და ადიუვანტური (სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია) თერაპიისთვის ემზადება.