
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის გასტროენტეროლოგიური მიმართულება 15 წელს გადაცილებულ პაციენტებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება, როგორც ლაბორატორიული კვლევები, ისე თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომები:
- მუცლის ღრუს ექოსკოპია
- რენტგენოგრაფია
- ენდოსკოპიური კვლევები: ფიბროგასტროდუოდენოსკოპია, ფიბროკოლონოსკოპია
- კომპიუტერული ტომოგრაფია
გასტროენტეროლოგების, რადიოლოგებისა და ენდოსკოპისტების კომპლექსური მიდგომით შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტირება და მკურნალობა:
- ეზოფაგიტი
- გასტრიტი(მწვავე და ქრონიკული)
- წყლულოვანი დაავადებები
- პანკრეატიტი (მწვავე და ქრონიკული)
- კოლიტი
- ენტერიტი
- არაკალკულოზური (უკენჭო) ქოლეცისტიტი
- ჰეპატიტები და ჰეპატოზი და ა.შ.
მკურნალობა ინდივიდუალურად ინიშნება და მოიცავს მედიკამენტოზურ თერაპიასა და დიეტას, შესაბამისი ნოზოლოგიის მიხედვით.
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის გასტროენტეროლოგიის მაღალკვალიფიციურ გუნდს ხელმძღვანელობს დავით ჯუღელი.