28 Июнь, 2021

ენდოკრინულ დაავადებათა სრულყოფილი გამოკვლევა და მკურნალობა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

ენდოკრინულ დაავადებათა სრულყოფილი გამოკვლევა და მკურნალობა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში
ენდოკრინული სისტემის დაავადებათა სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთ მძლავრ მიმართულებას წარმოადგენს. პრევენციული, სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო პროცესი მსოფლიოს უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. ჰოსპიტალში ყველა სახის გამოკვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. მათ შორის ხელმისაწვდომია როგორც ულტრაბგერითი და ლაბორატორიული კვლევები, ასევე მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, მათ შორის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.


აღნიშნული მიმართულებით ჰოსპიტალში პაციენტებს ყოველ სამუშაო დღეს, 10:00-დან 17:00 საათამდე გამოცდილი ენდოკრინოლოგი, ნინო ჩეჩელაშვილი ემსახურება. მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლა ენდოკრინოლოგიის კათედრაზე განაგრძო. მოგვიანებით კი ასპირანტურა ენდოკრინოლოგიის სპეციალობით თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში გაიარა.


ნინო ჩეჩელაშვილი ევექსის ჰოსპიტალურ გუნდს 2005 წელს შემოუერთდა. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მას ენდოკრინოლოგის პოზიცია უჭირავს და აქტიურადაა ჩართული როგორც ამბულატორიულ, ასევე - სტაციონარულ მართვაში. გარდა ამისა, ის სისტემატურად მონაწილეობს ენდოკრინოლოგთა საერთაშორისო კონფერენციებსა და ვებინარებში.