20 Июль, 2021

DYSIS კოლპოსკოპი დასავლეთ საქართველოში ერთადერთი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიაა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება

DYSIS კოლპოსკოპი დასავლეთ საქართველოში ერთადერთი  ულტრათანამედროვე ტექნოლოგიაა, რომელიც  საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება
კოლპოსკოპია -ენდოსკოპიური კვლევის მარტივი და უმტკივნეულო მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მაღალი გადიდების ქვეშ დავათვალიეროთ საშვილოსნოს ყელი, საშოს კედლები და ვულვა.
სწორედ, ამ დიაგნოსტიკურ პროცედურას სთავაზობს პაციენტებს მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი.

დასავლეთ საქართველოში ერთადერთი DYSIS კოლპოსკოპი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიაა. მისი უპირატესობაა საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა სკანირების სისტემით, რითაც შესაძლებელია დაზიანებული უბნის იდენტიფიცირება კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით.

აპარატს მიღებული აქვს CE, ISO და FDA სერთიფიკატები. ამ მეთოდით კვლევის ჩატარების დროს ექიმი-გინეკოლოგი დიდი სიზუსტით ფლობს ინფორმაციას დაზიანების ლოკალიზაციის და სიღრმის შესახებ, რაც პაციენტისთვის დიაგნოზის დასმის 100% გარანტიაა. ამ აპარატით კვლევის დროს სრულიად გამორიცხულია სპეციალისტის მიერ სუბიექტური შეფასება. აღნიშნული მახასიათებლები წარმოადგენს უპირატესობას რუტინულ კოლპოსკოპიასთან შედარებით.


პროცედურის ჩატარებამდე პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს:
  • პროცედურის ჩატარება შეუძლებელია მენსტრუაციის პერიოდში
  • თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან პროცედურამდე 2 დღის განმავლობაში
  • არ გამოიყენოთ ტამპონი პროცედურის დღეს
  • არ გამოიყენოთ ვაგინალური მედიკამენტები პროცედურამდე 5 დღის განმავლობაში
კოლპოსკოპიური კვლევის პროცედურა სრულიად უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, არ საჭიროებს ანესთეზიას. ტარდება ამბულატორიულ პირობებში და გრძელდება 10-15 წუთის განმავლობაში.


გარდა ამისა, კოლპოსკოპიის ჩატარება რეკომენდებულია იმ შემთხვაში, თუ პაციენტს აღენიშნება:
  • საშოდან სისხლიანი გამონადენი, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს
  • ტკივილისა და სქესობრივი აქტის დროს სისხლიანი გამონადენის
  • ყრუ ტკივილიმუცლის ქვედა არეში
  • საშოდან პათოლოგიური გამონადენის და ქავილი, კონდილომატოზი

საშვილოსნოს ყელის კვლევები: პაპტესტი, კოლპოსკოპია და ბიოფსია წარმოადგენს - ოქროს სტანდარტს საშვილოსნოს ყელის დაზიანების დიაგნოსტირებაში. დროულად დასმული დიაგნოზი და სწორი მკურნალობა ჯანმრთელობის გარანტია.

ხშირად ხდება, რომ პაციენტის ორგანიზმში დაავადება ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და როდესაც სიმპტომი ვლინდება უკვე დაგვიანებულია.
სწორედ ამიტომ, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, პაციენტმა წელიწადში ერთხელ კოლპოსკოპიური კვლევა და პაპ-ტესტი (ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი) ჩაიტაროს. განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებები, ე.წ. დისპლაზიები აღენიშნებათ.


ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს, რომ რეგულარული კვლევებით კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელი.