29 Июль, 2020

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეონატოლოგიური სამსახური

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეონატოლოგიური სამსახური
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი ერთადერთი კლინიკაა რეგიონში, რომელიც პაციენტებს სუბსპეციალიზებული (III) დონის ნეონატალური მოვლასა და სრულფასოვან სერვისს სთავაზობს. ჰოსპიტალში 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ნებისმიერი პათოლოგიის მქონე ორსულთა და მშობიარეთა მომსახურება, ასევე - დროულ და დღენაკლულ ახალშობილთა მოვლა.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეონატოლოგიური სამსახური პაციენტებს სთავაზობს არა მხოლოდ პერინატალური მოვლის ყველა დონის მომსახურებას, არამედ - თანდაყოლილ დაავადებათა დროულ დიაგნოსტიკასა და ადრეული ქირურგიული თუ ნეიროქირურგიული ჩარევის შესაძლებლობას. დეპარტამენტში ხორციელდება მცირე და ძალიან მცირე მასისა და გესტაციის ახალშობილთა მართვა და გამოზრდა. ასევე, მძიმე ასფიქსიაში დაბადებულთა მკურნალობა თერაპიული ჰიპოთერმიის მეთოდით (აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი პირველად საქართველოში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში დაინერგა). აღნიშნული სერვისის არსებობას რეგიონისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან კლინიკაში ურთულესი ორსულებისა და ახალშობილების
რეფერალი და მათი მაღალკვალიფიციური მართვა ხორციელდება.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეონატოლოგიური სამსახური ორი მიმართულებისგან შედგება. სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის ახალშობილთა განყოფილებასა და ახალშობილთა სპეციალიზებულ (გახანგრძლივებულ) მოვლას მედიცინის აკადემიური დოქტორი, ა. წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს რესპირაციული, პედიატრიული და ნეონატოლოგიური ასოციაციის წევრი, თინათინ ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობს. ახალშობილთა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებას კი უძღვება ნათია სირაძე, რომელიც საქართველოს ნეონატოლოგთა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციების წევრი გახლავთ.

ნეონატოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით (მართვითი სუნთქვის 10 აპარატი, მათ შორის 3 მაღალსიხშირული ოპციით, აპარატები არაინვაზიური ვენტილაციური მხარდაჭერით და სხვა) და დაკომპლექტებულია ერთ-ერთი უძლიერესი სამედიცინო გუნდით საქართველოში. ახალშობილებს სრულფასოვან მომსახურებას უწევენ მაღალკვალიფიციური, ცნობილი ნეონატოლოგები და რეანიმატოლოგები: ასმათ ჯაიანი, მერაბ ჯგერნაია, ნონა მარგველაშვილი, დარეჯან ქვაჩაკიზე, მარიამ გოგისვანიძე, თეა ხვადაგიანი; ვერა ნოდია, რუსუდან კაპანაძე, ლია ამყოლაძე, შორენა სულავა, კესო არაბიძე და სხვა. გუნდური მუშაობის დამსახურებაა ისეთი მცირე მასის ახალშობილის გადარჩენა და გამოზრდა, რომლის წონაც 580 გრამს, გესტაცია კი 24 კვირას შეადგენდა.

ამასთანავე, პირველად საქართველოში სწორედ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში დაინერგა თერაპიული ჰიპოთერმიის მეთოდი, რომელიც მძიმე ასფიქსიის მქონე დროულ ახალშობილებში მნიშვნელოვნად ამცირებს ინვალიდობის ხარისხს.