29 Hоябрь, 2021

ბავშვთა ტრავმატოლოგია - 24-საათიანი მომსახურება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

ბავშვთა ტრავმატოლოგია - 24-საათიანი მომსახურება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში
ტრავმები ბავშვებში საკმაოდ ხშირი და ყურადსაღებია, ვინაიდან ზრდის პროცესზე სხვადასხვა ტიპის ტრავმა სხვადასხვანაირად ტოვებს კვალს და სრულფასოვანი მკურნალობა მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით ფუნქციონირებს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ბავშვთა ტრავმატოლოგიის მიმართულება, რომელიც პატარებსა და მოზარდებს სრულფასოვან ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას სთავაზობს. ჰოსპიტალში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ინფრასტრუქტურა და მაღაკვალიფიციური ექიმების გუნდი 24 საათიან რეჟიმშია ხელმისაწვდომი.


ბავშვთა ტრავმატოლოგიის მიმართულებით ჰოსპიტალში წარმატებით ხორციელდება ყველა სახის ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური ოპერაცია 0-დან 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში. მათ შორის, მინი-ინვაზიური მეთოდით ტარდება ქირურგიული ჩარევები სახსარშიდა დაზიანებების დროს. ასევე, ხელმისაწვდომია ოსტეოსინთეზის პროცედურა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მოზარდებში თანამედროვე მეთოდით, ელასტიური ღეროების მეშვეობით ხორციელდება.


მიმართულებას, რომელშიც გამოცდილი ორთოპედ-ტრავმატოლოგები: კობა დანგაძე, თეონა ქარჩხაძე და გიორგი ხარაშვილი ერთიანდებიან, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ირაკლი რობაქიძე ხელმძღვანელობს. მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პროფესიული მოღვაწეობა ქუთაისში დაიწყო. 30-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექიმის სახელს ასობით წარმატებული ოპერაცია უკავშირდება.


დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ბავშვთა ტრავმა-ორთოპედიული მიმართულებით გადაუდებელი მომსახურების მიღება 24-საათიან რეჟიმშია შესაძლებელი. კონსულტაციები სპეციალისტებთან კი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდეა შესაძლებელი.ხორციელდება წინასწარი ჩაწერაც ნომერზე:2 55 05 05