27 Июль, 2020

ბავშვთა ენდოკრინოლოგიის სერვისი მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში

ბავშვთა ენდოკრინოლოგიის სერვისი მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ბავშვთა ენდოკრინოლოგიის სერვისი ამოქმედდა. მცირეწლოვნებსა და მოზარდებში ენდოკრინული დარღვევები საკმაოდ არის გავრცელებული, ჰორმონალურმა ცვლილებებმა კი, შესაძლოა, ნებისმიერი ორგანოსა თუ სისტემის ფუნქცია დაარღვიოს. შესაბამისად, ენდოკრინული პრობლემების მონიტორინგსა და დროულ მკურნალობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ენდოკრინოლოგთან ვიზიტი და მკურნალობა აუცილებელია, თუ ბავშვს/მოზარს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები:

• ზრდა-განვითარების შეფერხება;
• სქესობრივი განვითარების დარღვევები (ნაადრევი ან დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება);
• გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შარდვა, წონაში კლება;
• ფარისებრი ჯირკვლის ფუნციონირების დარღვევები
• (აგზნებადობა ან ადინამია, წონაში მატება ან კლება, ყაბზობა, კანის სიმშრალე, გონებრივი და/ან ფიზიკური განვითარების შეფერხება);
• ჭარბი წონა და სიმსუქნე;
• ჭარბთმიანობა;
• ოფლიანობა.

პატარა პაციენტებს მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ახალგაზრდა ენდოკრინოლოგი, თამთა ვერძაძე მკურნალობს.