15 Cентябрь, 2021

ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 14 წლის მოზარდის გადარჩენის ისტორია

ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 14 წლის მოზარდის გადარჩენის ისტორია
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მორიგი გამოძახება ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან - ამჯერად საქმე 14 წლის ნიკოლოზის სიცოცხლის გადარჩენას ეხებოდა. მოზარდი ექიმებს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში დახვდათ. ის მაშინათვე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

პაციენტს პოლიტრავმა, ქალა-ტვინის ღია ტრავმა, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა და არაერთი მოტეხილობა აღენიშნებოდა თავისა და სახის არეში. ნეიროქირურგების, ყბა-სახის ქირურგებისა და კრიტიკული მედიცინის ექიმების გუნდმა (იაგო ცერცვაძე, უჩა ბობოხიძე, გიგა სულაბერიძე, დავით გორგოძე, გიორგი ლორია, სალომე ცერცვაძე, მაკა ლევიძე) თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი ოპერაციული მკურნალობა განახორციელა.

რთული ოპერაციებისა და ხანგრძლივი პოსტოპერაციული პერიოდის მიუხედავად, მოზარდი ბინაზე ყოველგვარი დეფიციტის გარეშე, სრულიად გამოჯანმრთელებული გაეწერა.