17 Декабрь, 2019

ანა კუხალეიშვილი - ევექსი ჰოსპიტლების „შინაგანი მედიცინის“ რეზიდენტურის პროგრამის რეზიდენტი

ანა კუხალეიშვილი - ევექსი ჰოსპიტლების „შინაგანი მედიცინის“ რეზიდენტურის პროგრამის რეზიდენტი
ჯერ ექიმობანას ვთამაშობდი, მერე ექიმობანას ვსწავლობდი... ახლა ექიმობისთვის ვემზადები და ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ცხოვრების განმავლობაში მიმიღია. პირველი მართებული ნაბიჯი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება იყო. სწორად ავირჩიე მიმართულებაც - თერაპია ჩემს ინტერესებთან დღემდე ყველაზე ახლოს დგას. ერთგულებას კი მედიცინის არჩეული სფეროს მიმართ რეზიდენტურის ის პროგრამა მინარჩუნებს, რომლის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებაში ძალიან აქტიურად ვარ ჩართული.

ევექსმა მომცა შესაძლებლობა, სწავლა ჩემს მშობლიურ ქალაქში გამეგრძელებინა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში უმცროს ექიმად ვმუშაობ, ლიცენზიის აღების შემდეგ კი თერაპევტის სახელმწიფო სერტიფიკატს მოვიპოვებ.
შინაგანი მედიცინის სარეზიდენტო პროგრამა სამწლიანია. წინ ჯერ კიდევ ბევრი დროა, სწავლების პროცესი კი - ძალიან საინტერესო. მივესალმები ევექსის მიზანს, გაზარდოს ახალი თაობის ექიმები და მსურს, მათ შორის მეც საპატიო ადგილი დავიკავო.