16 Июнь, 2021

72 წლის მამაკაცმა პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე რადიაციული თერაპიის მეშვეობით სრულად დაამარცხა

72 წლის მამაკაცმა პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე რადიაციული თერაპიის მეშვეობით სრულად დაამარცხა
მეხის გავარდნას ჰგავდა პასუხი ლაბორატორიიდან, ამბობს თავად. პერიოდულ მონიტორინგზე მისულმა აღმოაჩინა, რომ პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) ტესტის შედეგი დასაშვებ ნორმაზე მაღალი იყო. ექიმებმა ბიოლოგიური მასალის გამოკვლევის გადაწყვეტილება მიიღეს. ბიოფსიამ წინამდებარე ჯირვლის ავთვისებიანი სიმსივნე გამოავლინა.


„ვერც კი გადმოგცემთ, რამდენად მოულოდნელი იყო ეს პასუხი ჩემთვის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მთელი სამყარო პანდემიის ტალღას ებრძოდა. განსაკუთრებული სიფრთხილე მმართებდა, მოულოდნელი დიაგნოზისგან სტრესი მივიღე, მაგრამ ჩემს ასაკშიც კი ცხოვრების გაგრძელების სურვილი მქონდა,“- იხსენებს პაციენტი.


სამკურნალოდ კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრს მიმართა. მდგომარეობის გათვალისწინებით, რადიაციულმა ონკოლოგებმა, აკაკი ჩიხლაძემ და თინათინ ლილუაშვილმა LHRH-ის (მალუთეინიზირებელი ჰორმონი) აგონისტთან კომბინაციაში რადიაციული თერაპიის კურსის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. სულ 44 პროცედურა ჩატარდა და კურსი წარმატებით დასრულდა. პაციენტი პერიოდულ მონიტორინგს გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 72 წლის რამაზს წინ კიდევ ბევრი საინტერესო წელიწადი ელის.