23 Декабрь, 2020

27 დღის ახალშობილი Covid-19-სგან სრულად განიკურნა

27 დღის ახალშობილი Covid-19-სგან სრულად განიკურნა

27 დღის ახალშობილი ბათუმის მ.იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში სხეულის მაღალი ტემპერატურით, მოძრაობისა და მადის დაქვეითების ჩივილებით შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები ვირუსულ ინფექციასთან კავშირს გამორიცხავდნენ, კლინიკაში არსებული პროტოკოლის შესაბამისად, პატარა პაციენტს COVID-19-ზე ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც დადებითი პასუხი დააფიქსირა.

ახალშობილს სასწრაფოდ ესაჭიროებოოდა კოვიდ-იზოლირებულ სივრცეში გადაყვანა. კლინიკაში მოთავსების შემდეგ სამედიცინო პერსონალმა წარმატებით მართა პატარა პაციენტი და მალევე  მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

რის მიხედვით შეირჩა პატარა პაციენტისთვის მკურნალობის კურსი?

კოვიდ-ინფიცირებული ახალშობილის მკურნალობა, შეიძლება ითქვას, რომ  დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ძლიერ ემოციებთანაც არის დაკავშირებული. ლაბორატორიული მონაცემებისა და გამოხატული სიმპტომების შესაბამისად მთელმა გუნდმა ერთიანი ძალებით დავიწყეთ სიმპტომური მკურნალობა, რომელმაც გაამართლა და  ჩვილის სრულად გამოჯანმრთელების პროცესი დააჩქარა.

როგორ ახერხებდით პაციენტის მშობლებთან კომუნიკაციას ამ რთულ პერიოდში ?

თითოეულ ჩვენგანს ძალიან კარგად გვესმოდა, თუ რამდენად მძიმე იყო მშობლებისთვის ფსიქოლოგიურად ბავშვისგან შორს ყოფნა, ამიტომაც მათ ვიდეოზარების დახმარებით ბავშვთან სიახლოვის საშუალებას ვაძლევდით. ამ გზით მდგომარეობის შემსუბუქებასა და ინფორმაციის მუდმივ ხელმისაწვდომობას უზრუნველვყოფდით.

პატარა 15-დღიანი მკურნალობის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა და 22 ნოემბერს საბოლოოდ დაუბრუნდა ოჯახს.


მიწერე მადლობა მედპერსონალს www.miceremadloba.ge