05 Август, 2021

24-საათიანი ტრავმა-ორთოპედიული სერვისი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

24-საათიანი ტრავმა-ორთოპედიული სერვისი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი მძლავრი მიმართულებაა ტრავმატოლოგია-ორთოპედია, რომელიც პაციენტებს სთავაზობს მაღალპროფესიონალურ სერვისს 24 საათის განმავლობაში. ჰოსპიტალი ასაკის შეუზღუდავად ემსახურება როგორც ამბულატორიულ, ასევე - სტაციონარულ პაციენტებს. ხელმისაწვდომია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ინფრასტრუქტურა.

ტრავმა-ორთოპედიული მიმართულებით წარმატებით ხორციელდება ენდოპროთეზირება, ართროსკოპია, ძვლის ტრანსპლანტაცია, რბილი ქსოვილების რეკონსტრუქცია, ღია მოტეხილობების ექსტრაფოკალური ფიქსაცია ღეროვანი აპარატებით და მრავალი სხვა.


აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ტრავმატოლოგიური სამსახური ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში, რომელმაც დანერგა და დღემდე წარმატებით ახორციელებს ოსტეოსინთეზს მაბლოკირებელი ინტრამედულარული ღეროს გამოყენებით.


მაღალკვალიფიციურია გუნდი, რომელიც პაციენტებზე 24 საათის განმავლობაში ზრუნავს. მიმართულებას ჰოსპიტალში 2005 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ ხაბეიშვილი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მან ინტერნატურა ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით ულიანოვსკში, ხოლო ორდინატურა თბილისის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში გაიარა. 40-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექიმი საქართველოს ტრავმატოლოგთა და ართროსკოპთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მის სახელს უკავშირდება სახელმძღვანელო პრაქტიკულ ტრავმატოლოგიაში და 10 000-ზე მეტი ოპერაციული ჩარევა.


დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ტრავმა-ორთოპედიული მიმართულებით მომსახურების მიღება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით არის შესაძლებელი.
ხორციელდება წინასწარი ჩაწერაც ნომერზე 032 2 600 600, 595 07 50 70, 551 69 00 60.