შემსყიდველი: მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო/ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს კონკურსს ზღაპრის გმირების „ფონიტოს“ და „ნემსინოეს“ გრაფიკული ილუსტრაციების შესაქმნელად ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების გათვალისწინებით:
- ზღაპრის ორი გმირი „ფონიტო“ და „ნემსინოე“ ვიზუალურად და ხასიათის შტრიხებით უნდა ასახავდნენ „კეთილი ფონიტოს და ნემსინოეს“ ზღაპრის პერსონაჟებს (პერსონაჟების აღწერა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში)
- ზღაპრის გმირების წარმოდგენა უნდა მოხდეს გრაფიკული დიზაინის შემდეგი დოკუმენტებით (Adobe Photoshop/Adobe Illustrator/3D Programs)
- მნიშვნელოვანია შემოქმედებითი მიდგომის, იმპროვიზაციის გამოყენება ზღაპრის გმირებზე მუშაობისას
ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც ფიზიკურ პირს ისე იურიდიულ პირს;
საკონკურსო პროცესი
- ზღაპრის გმირების გრაფიკული ილუსტრაციები წარმოდგენილი უნდა იყოს 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: contest@evex.ge. გთხოვთ დასახელებაში მიუთითოთ: ზღაპრის გმირები
- ინდივიდუალური პირის შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV, სადაც მითითებული იქნება საკონტაქტო ინფორმაციაც
- შერჩევის პირველი ეტაპი გულისხმობს წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასებას, ხოლო მეორე ეტაპი - კანდიდატთან გასაუბრებას
- კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენენ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პატარა პაციენტები
საპრიზო ფონდი
- კონკურსის გამარჯვებულ მონაწილეს გადაეცემა 5,000-5,000 ლარი (თითო გმირის შემთხვევაში).
* შენიშვნა: ზღაპარი, „კეთილი ფონიტო და ნემსინოე“, ასევე, კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნებისმიერი პროდუქტი (ზღაპრის ილუსტრაცია, დიზაინი, გრაფიკული გამოსახულება და სხვა), წარმოადგენს შემსყიდველის ინტელექტუალურ საკუთრებას და იგი დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის: კონკურსი