22 Hоябрь, 2021

უბედური შემთხვევის შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 17 წლის მოზარდი იაშვილის ექიმებმა გადაარჩინეს

ლაშა 17 წლის მოზარდია, რომელსაც გაუმართლა და ყველაზე ძვირფასი ჯილდო, სიცოცხლის შენარჩუნება ხვდა წილად. ერთ, თითქოს ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ დღეს უბედური შემთხვევა მოხდა და ბიჭი რკინის კონსტრუქციაზე დაეცა. გულმკერდისა და მუცლის მიდამოებში მან უმძიმესი დაზიანებები მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ჰოსპიტალში შეყვანისთანავე პაციენტს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. გაკეთდა მუცლის ღრუსა და საშარდე სისტემის ულტრასონოგრაფია, გულმკერდის, მუცლისა დამცირე მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია. მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმებმა მოზარდი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაიყვანეს და გადაუდებელი ოპერაციისთვის მომზადება დაიწყეს. პარალელურად, განხორციელდა პაციენტის ჰემოდინამიკური მაჩვენებლების სტაბილიზაცია ინფუზურითერაპიისადა ვაზო/ინოტროპული მეთოდებით.

17 წლის დაინტუბირებული მოზარდი, რომელსაც სასიცოცხლო ჩვენება აღენიშნებოდა, საოპერაციო ბლოკში ინოტროპული მხარდაჭერით გადაიყვანეს. განხორციელდა დაზიანებული ღვიძლის მე-6, მე-7 და მე-8 სეგმენტებისგაკერვა, მუცლის ღრუს გამორეცხვა, მუცლის ღრუში დრენაჟის ჩადგმა. ქირურგიულ ჩარევა, რომელსაც ჰოსპიტლის აბდომინური და ტრავმატოლოგია-ორთოპედიული მიმართულების ხელმძღვანელი, ზვიად ბულისკერია ხელმძღვანელობდა, წარმატებით დასრულდა. მოზარდი ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, მკურნალობის დასრულების შემდეგ გაეწერა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.