20 Aпрел, 2022

თვალის ცენტრი ბავშვთა ჯანმრთელობის გაანხლებულ ცენტრში

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს თვალის ცენტრი გთავაზობთ ოფთალმოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, როგორც ჩვილებისთვის, ასევე ნებისმიერი ასაკის პაციენტებისთვის.

ოფთალმოლოგიის ცენტრი გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

  • მხედველობის ორგანოს მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა კონსერვატიული, ქირურგიული და ლაზერული მეთოდებით;
  • რეფრაქციის (თვალის სინათლის სხივების გარდატეხვის უნარი) ანომალიების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
  • კონტაქტოლოგიისა და სუსტად მხედველობის კორექცია;
  • თვალის წინა მონაკვეთის დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
  • გლაუკომის დიაგნოსტირება და მკურნალობა;
  • კატარაქტის დიაგნოსტირება და მკურნალობა;
  • ბადურის თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
  • საცრემლე აპარატის დაავადებების (დაკრიოლოგია) მკურნალობა;
  • სიელმის (სტრაბიზმოლოგია) დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • ოკულოპლასტიკა (თვალის პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია);
  • ონკო ოფთალმოლოგია;
  • თვალის ტრავმებისა და ქიმიური დაზიანებების მკურნალობა;
  • ნეირო-ოფთალმოლოგია.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს თვალის ცენტრის მაღალკვალიფიციურ გუნდს ხელმძღვანელობს ექიმი-ოფთალმოლოგი, ზაზა ხოტენაშვილი, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირება საზღვარგარეთ, წამყვან კლინიკებში.

ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით - 032 2 530 033