21 Июнь, 2021

ონლაინ შეხვედრა - ყველაფერი ვაქცინაციის შესახებ

28 ივნისს, 18:00 საათზე გაიმართება ონლაინ შეხვედრა თემაზე: "Covid 19 - ყველაფერი ვაქცინაციის შესახებ"

ვებინარის სპიკერები იქნებიან:

გრიგოლ ხურციძე - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორი
ბიძინა კულუმბეგოვი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, სახელმწიფო იმუნიზაციის საბჭოს წევრი

შეხვედრაზე განხილული იქნება საზოგადოებაში დღეისთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის:
  • COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის სხვადასხვა შტამი
  • ვაქცინაციის მნიშვნელობა ქრონიკულ პაციენტებში
  • უნდა აიცრას თუ არა კოვიდ გადატანილი პაციენტი რაოდენობრივი ანტისხეულების არსებობის შემთხვევაში
  • COVID 19 -ით ინფიცირების შანსები ვაქცინირებული ადამიანებში
  • ბავშვთა ვაქცინაცია

Google Form-ის საშუალებით გექნებათ შესაძლებლობა წინასწარ დაუსვათ კითხვები სპიკერებს, რომლებსაც ისინი შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილავენ: https://forms.gle/oBkSdxD2JEW5hFTC6


გვიყურეთ, 28 ივნისს, 18:00 საათზე

ვებინარის მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად შემოგვიერთდით - https://zoom.us/j/97147870204

ასევე შეგიძლიათ მიგვადევნოთ თვალი Facebook Live - ის საშუალებით