08 Июнь, 2021

მძლავრი ბავშთვა ნეფროლოგიური სამსახური დასავლეთის რეგიონში

ბავშვთა ნეფროლოგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია პედიატრიაში. ამ მიმართულებით დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი მოსახლეობას მედიცინის  სიახლეებზე დაფუძნებულ სერვისს სთავაზობს. საშარდე სისტემის პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის ცენტრში ხელმისაწვდომია როგორც ამბულატორიული, ასევე - სტაციონარული მომსახურება, რაც ითვალისწინებს ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებს, მათ შორის ექოსკოპიურ,  რენტგენოკონტრასტულ და მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს.

სამედიცინო ცენტრში ხორციელდება საშარდე სისტემის ნებისმიერი პათოლოგიის დიაგნოსტიკა-მკურნალობა, იქნება ეს ქრონიკული დაავადებები, თირკმლის მწვავე უკმარისობა თუ სხვა. ქირურგიული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია ბავშვთა უროლოგიური სამსახური, ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში კი მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებისთვის სრულფასოვანი მომსახურების მიწოდებააშესაძლებელი.

ნეფროლოგიის მიმართულებით ბავშვთა მკურნალობას დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მადონა გელაშვილი ხელმძღვანელობს. მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრადა რეზიდენტურაზეცამავე მიმართულებით განაგრძო სწავლა. მოგვიანებით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები თურქეთში, ანკარის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გაიარა. სამედიცინო საქმიანობის პარალელურად, მადონა გელაშვილი საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ის უცხოელ სტუდენტებთან სალექციო კურსს უძღვება. აგრეთვე, აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ  და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.