27 Mай, 2019

კონფერენცია გინეკოლოგიურ ქირურგიაში

რეგიონულმა ჰოსპიტალმა გინეკოლოგიურ ქირურგიაში ყველაზე დიდ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციაზე ლაპარასკოპიული გინეკოლოგიის უახლესი შესაძლებლობები იქნა წარმოჩენილი. სპეციალურად ამ დღისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საქართველოში ჩამოვიდნენ, ლაპარასკოპიულ გინეკოლოგიაში მოღვაწე ცნობილი ექსპერტები, რომლებმაც ქართველ კოლეგებთან  ერთად სამეცნიერო მოხსენებები გამართეს.

კონფერენციაზე პირდაპირი ეთერის რეჟიმით რამდენიმე საჩვენებელი ოპერაციის ტრანსლირება მოხდა, რომელიც ლაპარასკოპიული გინეკოლოოგიის ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენდა.

კონფერენციისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ ევროპის გინეკოლოგიური აკადემიის თავჯდომარე, პროფესორი არნო ვატიეზი, ასევე პროფესორი შაილეშ პუნტანბეკერი, რომელმაც მსოფლიოში პირველად ლაპარასკოპიულად განახორციელა დედიდან შვილზე საშვილოსნოს ტრანსპლანტაცია და რომლის პაციენტებიც გადანერგილი საშვილოსნოთი უკვე დედები გახდნენ.

სტუმრები კონფერენციაზე უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმის ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო ცენტრის დირექტორის, კლერმონ-ფერანის უნივერსიტეტის კლინიკის მეან-გინეკოლოგის, პროფესორ რევაზ ბოჭორიშვილის მოწვევით ჩამოვიდნენ.

ლაპარასკოპიული გინეკოლოგია მედიცინაში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი დარგია, რომლის მიღწევებს მსოფლიოში უამრავი ქალის სიცოცხლის ხარისხი აქვს შენარჩუნებული.

კონფერენცია რეგიონული ჰოსპიტალისა და მსოფლიოში თანამედროვე ენდოსკოპიური ქირურგიული აპარატურის ყველაზე ხარისხიანი მწარმოებელი კომპანიის კარლ შტორცის მხარდაჭერით ჩატარდა.