30 Aпрел, 2020

ევექსი ჰოსპიტლები საკუთარი მომხმარებლებისთვის სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამას აანონსებს

ქვეყანაში კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის ფონზე მომხმარებლებს შეზღუდული აქვთ წვდომა გეგმიურ სამედიცინო სერვისებზე, რაც მოსახლეობაში დაავადებების გართულების რისკებს ზრდის. ამ გამოწვევების დასაძლევად ევექსი ჰოსპიტლების მხარდაჭერის პროგრამის პირველ ეტაპზე ქსელში არსებულ 18-ვე ჰოსპიტლის წამყვანი ექიმები საერთო მიზნის ქვეშ გააერთიანდნენ.
პროგრამის ფარგლებში მომხმარებლები უფასოდ მიიღებენ:

• ონლაინ კონსულტაციებს დარგის წამყვან სპეციალისტებთან;
• პირადი ასისტენტის მომსახურებას, რომელიც სამედიცინო სერვისის დაგეგმვასა და საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას გულისხმობს;
• თანაგადახდის 500 ლარიან ვაუჩერს ქირურგიულ მომსახურებაზე, რომლის გამოყენებას მომხმარებლები წლის ბოლომდე შეძლებენ.

ევექსი ჰოსპიტლების მომხმარებლებმა ბენეფიტების გასააქტიურებლად ცხელ ხაზზე შეტყობინება 1-ელ ივნისამდე უნდა დატოვონ + (995 32) 2 55 05 05. პროგრამით სარგებლობას მომხმარებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ევექსი ჰოსპიტლების ყველა სამედიცინო ცენტრში შეძლებენ.

ხოლო, მათ ვინც არ არის ევექსი ჰოსპიტლების მომხმარებელი და სურთ პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო სარგებლის მიღება, უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე 1-ელ ივნისამდე და მიიღონ დამატებითი ინფორმაცია პროგრამაში დასარეგისტრირებელად.

ეს არის ევექსი ჰოსპიტლების მიერ ინიცირებული პროექტის პირველი ეტაპი. კომპანია განაგრძობს მხარდაჭერის პროგრამაზე მუშაობას და უახლოეს მომავალში მომხმარებლებს მათ საჭიროებაზე მორგებულ კიდევ ბევრ სამედიცინო სარგებელს ეტაპობრივად შესთავაზებს.