07 Mай, 2020

ევექსი ჰოსპიტლები ონლაინ სამედიცინო კონფერენციის მონაწილეებს COVID-19-თან ბრძოლის გამოცდილებას გაუზიარებს

ჰოსპიტლების საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელის IHF ის მერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, წელს მთლიანად COVID-19-ის თემას ეძღვნება.

მოხსენებების სერია ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. საქართველიდან ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ვებინარზე მოხსენებით გამოვა, ევექსი ჰოსპიტლების კლინიკური დირექტორი პროფესორი მამუკა ჩხაიძეა. მოხსენების თემა შეეხება კლინიკური გუნდების გადამზადებას და ჰოსპიტლების ინფრასტრუქტურის მორგებას COVID-19 -ის გამოწვევებთან.

საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიოს საკუთარ წარმატებული გამოცდილებას გაუზიარებს, ევექსი ჰოსპიტლების ქსელში დასაქმებული სამედიცინო პროფესიონალების გადამზადების მოდულში.

ონლაინ სამედიცინო კონფერენცია 7 მაისს, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე დაიწყება. მასზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/IHFReg 
მონაწილეობა უფასოა.