10 Август, 2021

ევექსი ჰოსპიტლები covid 19 ვაქცინის 2 დოზით აცრილ მოსახლეობას სამედიცინო სერვისებზე ბენეფიტებს შესთავაზებს

ევექსი ჰოსპიტლები განაგრძობს ვაქცინაციის ხელშემწყობ კამპანიას ქსელის მასშტაბით და ამჯერად ბენეფიტებს შესთავაზებს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც კოვიდ-19 ვაქცინის 2 დოზით იქნება აცრილი:

 

  • 500 ლარიანი თანაგადახდის ვაუჩერი გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე, რომლის გამოყენებას მომხმარებლები წლის ბოლომდე შეძლებენ.
  • 50%-იან ფასდაკლება სრულ ლაბორატორიულ კვლევაზე;
  • ასევე, სამედიცინო სარგებლის მიღება 16 წლამდე ასაკის ბავშვებსაც შეეძლებათ (ბენეფიტის მისაღებად მნიშვნელოვანია, მშობლები ვაქცინის 2 დოზით იყვნენ აცრილი).

 

აღსანიშნავია, რომ ევექსი ჰოსპიტლების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა გერმანიაში წელიწადში ორჯერ მოწმდება და შეფასების საფუძველზე ბიორეფერენს ინსტიტუტიდან მინიჭებული აქვს სარწმუნოების დამადასტურებელი სერტიფიკატი. ლაბორატორიებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი კი მუდმივად გადის სწავლებას როგორც ადგილობრივ (ლუგარის ცენტრი, ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია), ასევე -  საერთაშორისო ორგანიზაციების ( IFCC, EFCC) მიერ დაგეგმილ სასწავლო კურსებსა და ვებინარებზე.

 

კამპანიის ფარგლებში ბენეფიტების მიღება ევექსი ჰოსპიტლების 18-ვე სამედიცინო ცენტრში 2021 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. ბენეფიტების გააქტიურება შესაძლებელია ადგილზე, ჰოსპიტლის რეგისტრატურაში ორჯერადი აცრის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით ევექსი ჰოსპიტლებმა  ქსელის ყველა ორჯერადად აცრილი თანამშრომლისთვისაც განაგრძობს მნიშვნელოვანი ბენეფიტების შეთავაზებას. ასევე,  ქსელის 18-ვე ჰოსპიტალს შორის დაწყებულია სამედიცინო გამოწვევა - „გახდი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულება“. ინიციატივის ფარგლებში ე.წ „მწვანე ჰოსპიტლად“, ანუ უსაფრთხო სამედიცინო ცენტრად დასახელდება ის ჰოსპიტალი, სადაც პერსონალის 80%  იქნება ვაქცინირებული.

 

ვაქცინაციის მხარდამჭერ კამპანიაში, ქვეყნის მასშტაბით, ჩართულია ევექსი ჰოსპიტლების 18 სამედიცინო ცენტრი, სადაც სამედიცინო ბენეფიტების მიღებაა შესაძლებელი:

 

თბილისი:

ქუთაისი:

ბათუმი:

ქობულეთი:

ზუგდიდი:

თელავი:

ახალციხე:

ფოთი:

ხაშური