20 Mай, 2019

ექთნების საერთაშორისო დღე

საქართველოში ექთნის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ორიგინალური საორკესტრი ვერსიები წარმოადგინა

საღამო სპეციალურად ევექსის ქსელში დასაქმებული ექთნებისთვის გაიმართა და  მუსიკალური ნაწარმოებები ნანი ბრეგვაძემ, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძემ ნატალიკო ქუთათელაძემ და სტეფანე მღებრიშვილმა წარმოადგინეს

კვალიფიციური ექთანი ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. საქართველოში ამ პროფესიით 14 000 ათასი ადამიანი მუშაობს. ევექსი ყოველწლიურად საზეიმო ვითარებაში აღნიშნავს ექთნის საერთაშორისო დღეს, რომლის კვალიფიციურ მუშაობაზე და პროფესიონალიზმზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პაციენტის გამოჯანმრთელების გამოსავალი