14 Июнь, 2021

14 ივნისს, მსოფლიო სისხლის უანგარო დონაციის დღეს აღნიშნავს

სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში ყოველ 3 წამში დგება სისხლის გაღების საჭიროება. სისხლი კრიტიკულად საჭიროა მრავალი დაავადებისა თუ სამედიცინო მანიპულაციების დროს. მსოფლიოში ყოველწლიურად 85 მლნ ადამიანი აბარებს სისხლს, მაგრამ როგორი შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს ეს ციფრი, სისხლის მარაგი მაინც არასაკმარისია.

საქართველოში დღეს, სისხლის დეფიციტის მწვავე პრობლემა დგას. ჩვენი მოსახლეობის 40%-50%-ს შეუძლია იყოს სისხლის უანგარო დონორი, რეალურად კი მოსახლეობის მხოლოდ 0,5% აბარებს სისხლს.

სისხლის დონაციას მხოლოდ 15 წუთი ესაჭიროება. აღებული სისხლიდან 3 კომპონენტის დამზადება ხდება:
  • ერითროციტული მასა
  • კრიოპლაზმა
  • თრომბომასა
აღნიშნული 3 კომპონენტის გამოყენება 3 სხვადასხვა ადამიანზეა შესაძლებელი.

დონაცია შეუძლია ნებისმიერ ადამიანს 18 დან - 65 წლის ჩათვლით.

დონაციაში ვერ ჩაერთვებიან პირები, რომელთაც:
  • გადატანილი აქვთ ჰეპატიტები, ვენერიული სნეულებები, როგორც დონორს აგრეთვე მეუღლესაც
  • აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები
  • მუდმივად იღებენ მედიკამენტებს
  • მიდრეკილები არიან ალჰოკოლიზმისადმი ან ნარკომანიისადმი
  • ჰყავთ რამდენიმე სექსუალური პარტნიორი
  • ნებისმიერი სამედიცინო ინვაზური ჩარევებიდან გასულია 6 თვეზე ნაკლები
  • ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაციიდან გასულია 12თვეზე ნაკლები
  • ბოლო დონაციიდან გასულია 60 დღეზე ნაკლები
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში მიღებული აქვთ ალჰოკოლი
  • დონაციამდე ერთი კვირის გან-ში(ან დონაციის დღეს)აღენიშნებათ გაციების სიმპტომები
  • აქვთ მხედველობის პრობლემები
  • მიდრეკილები არიან გულყრისადმი
  • ახალი გადმოკვეთილი აქვთ საზღვარი
  • ახალი გამოსულები არიან პენიტენციალური სისტემიდან(ციხე,კოლონია)
  • სხეულის წონა არის 60კგ-ზე ნაკლები
  • მენსტრუალური ციკლის შემთხვევაში - მეხუთე დღემდე

შენი დროის 15 წუთით 3 სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლია - გაიღე სისხლი!

სისხლის ჩაბარების სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

  • „კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი“
ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85
საკონტაქტო ნომერი: 577 373 109
  • „ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი“
ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. №206
საკონტაქტო ნომერი: 558 457 555
  • „ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი“
ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125
საკონტაქტო ნომერი: 577 107 401