ვირუსული ინფექცია ბავშვებში

Советы მცირეწლოვანი ბავშვები

რა არის ვირუსული ინფექცია?

ეს არის ცხვირისა და ყელის, ინფექცია გამოწვეული ვირუსით. ვირუსულ ინფექციას ასევე ეძახიან ზედა რესპირატორული გზების ინფექციას. 200-მდე სხვადასხვა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ვირუსული ინფექცია. ბავშვი ნებისმიერ ასაკში, სავარაუდოდ, 6-დან 12 ვირუსული ინფექციით შეიძლება დაავადდეს. ბავშვი, რომელიც ხშირად ავადობს ვირუსული ინფექციით არ ნიშნავს, რომ მას სუსტი იმუნური სისტემა აქვს. წლების განმავლობაში სხვადასხვა ვირუსების ზემოქმედებით გამოუმუშავდება იმუნიტეტი  ვირუსების მიმართ. ასაკის მატებასთან ერთად თქვენი ბავშვი უფრო იშვიათად გახდება ავად.

ვირუსული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები

ვირუსული ინფექციის სიმპტომები შეიძლება იყოს შემდეგი:

  • სურდო ან გაჭედილი ცხვირი
  • ცემინება
  • ხველა
  • სიცხე
  • ყელის ტკივილი
  • თვალების სიწითლე

ვირუსული ინფექციების უმრავლესობა გრძელდება დაახლოებით ერთი კვირა, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს უფრო მეტიც. ხველა გრძლდება უფრო დიდხანს, შეიძლება 3 კვირაც კი.

ბავშვს ვირუსთან ერთად ეწყება ტემპერატურა, რომელიც გრძელდენა 3-5 დღე.

ინფლუენსას ჯგუფის ვირუსები ძირითადად იწვევენ რესპირატორულ ინფექციებს, ახასიათებთ მაღალი ტემპერატურა და გრძელდება ჩვეულებრივ ვირუსებზე უფრო დიდხანს 7 დღე და მეტი.

როგორ ვრცელდება ვირუსი?

ვირუსის გავრცელება ხდება იმ შემთხვევაში თუ ვირუსის მქონე ადამიანი გაახველებს, დააცემინებს და შემდეგ დაბინძურებული ხელით შეგეხებათ თქვენ. ვირუსული ინფექცია არ წარმოიქმნება ცივი ჰაერით ან ორპირში. ბავშვებს ვირუსი გადაედებათ ოჯახის წევრებისგან, მომვლელებისგან ან მეგობრებისგან ვისთანაც აქვთ მჭიდრო კონტაქტი. ბავშვები, რომლებიც დადიან ბაღში ან ჰყავთ და ან ძმა უფრო ხშირად ავადდებიან.

როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსული ინფექცია?

ხელების ხშირი დაბანა არის ერთადერთი საშუალება ვირუსის თავიდან ასაცილებლად. რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ და დაბანეთ თქვენს პატარას ხელები. აუცილებლად დაიბანეთ ხელები ცემინების, ხველის და ცხვირის მოწმენდის შემდეგ. განსაკუთრებით თუ გქონდათ კონტაქტი ვირუსული ინფექციით დაავადებულ ადამიანთან. თუ საპონი და წყალი ამ ეტაპისთვის მიუწვდომელია ხელები დაიმუშავეთ ალკოჰოლის შემცველი სანიტაიზერით,

იმუნიზაცია ან ვაქცინაცია არ გიცავთ  ვირუსისგან, მაგრამ იცავს თქვენს პატარას ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან.

ვიტამინი c და ექინაცია არ მოქმედებს ვირუსული ინფექციის ხანგრძლივობაზე.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ვირუსულმა ინფექციამ?

შემთხვევათა უმრავლესობაში ვირუსული ინფექცია არ არის სერიოზული დაავადება. მაშინ, როდესაც ვირუსულ ინფექციას ემატება ბაქტერიული შემთხვევათა 5-10%-ში ადგილი აქვს გართულებას. ჩვეულებრივი ბაქტერიული ინფექცია მოიცავს ყურის, ყელის, სინუსების და გულმკერდის ინფექციას. რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ მაღალი ცხელების, ყელის ტკივილის და სუნთქვის გაძნელებამდე.

ბავშვებს სუნთქვის გაძნელება უვითარდებათ, როდესაც ვირუსულ ინფექციას ემატება ხიხინი ან ბრონქოსპაზი.

ვირუსული ინფექციის გართულებები უფრო ხშირად გვხვდება მცირე ასაკის ბავშვებში.

ეცადეთ მცირე ასაკის ბავშვები მოარიდოთ მასიური თავშყრის ადგილებს

როგორ ვმკურნალობთ ვირუსულ ინფექციას?

თქვენ ვერ აიძულებთ ვირუსს დატოვოს ბავშვის ორგანიზმი უფრო ადრე. ბავშვი გყავდეთ კომფორტულ გარემოში, თბილად და მიაღებინეთ დიდი რაოდენობით სითხეები.

როგორ ვუმკურნალო სურდოს ან ცხვირის გაჭედილობას.

ჩაასხით რამდენიმე წვეთი მარილიანი წყალი ნესტოებში, რადგან მარილიანი წყალი ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას. მარილიანი წყალი შეგიძლიათ თითო ნესტოში 2-3 წვეთის ოდენებით ჩაასხათ. შემდგომში შეგიძლიათ გაუსუფთავოთ ცვირსახოცით ან სპეციალური ჰაერის ამოსატუმბით. ეს განსაკუთრებით აუცილებელია მცირე ასაკის ბავშვისათვის რადგან ისინი ძუძუთი ან ბოთლით კვებაზე იმყოფებიან და გაჭედილი ცხვირი ხელს უშლის კვების პროცესს. დატენიანებული ჰაერის გამოყენება ბავშვის ოთახში ბევრად შველის მდგომერეობას.

როგორ ვუმკურნალოთ ტემპერატურას?

თუ თქვენს პატარას აწუხებს ტკივილი ან ტემპერატურა მიეცით აცეტამინოფენი ან იბუპროფენი. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ აცეტილ სალიცილია მჟავა ან ასპირინი.

როგორ ვუმკურნალოთ ხველას?

ბავშვების უმრავლესობისათვის ხველა ეს არის ვირუსული ინფექციის გამოვლიენების ერთ-ერთი გზა. ხველა შემცირდება, როდესაც ვირუსული ინფექცია მიდის ალაგებისკენ. ხველა ძლიერდება ღამის საათებში. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა აუცილებელია ბავშვი კონსულტირებულ იქნეს ოჯახის ექიმის მიერ.

ზოგჯერ ინტენსიური ხველა არის გართულების მანიშნებელი. ვირუსული ინფექციის მედიკამენტების უმრავლესობა არის სანდო, მაგრამ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ გართულებები - გვერდითი ეფექტების სახით თავბუსხვევის, ცუდათ ყოფნის შეგრძნების ან ტაქიკარდიის სახით. მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიონ ცუდი გვერდითი მოვლენები, ამიტომ მათი მიღების წინ უთხარით ექიმს თუ რა მედიკამენტებს იღებს პაციენტი და მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების შესახებ მიიიღეთ ინფორმაცია.

ანტიბიოტიკების გამოყენება ვირუსული ინფექციის დროს

ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსით გამოწვეულ ინფექციებზე. ანტიბიოტიკებით მხოლოდ მკურნალობენ ბაქტერიულ ინფექციებს. ანტიბიოტიკებმა შეიიძლება გამოიწვიოს დიარეა, ღებინება ან გამონაყარი.

ექიმი გამოწერს ანტიბიოტიკს, როდესაც ბავშვს აღენიშნება ბაქტერიული ინფექციის გართულება.

როდის მივიყვანოთ ბავშვი ექიმთან?

დაურეკეთ თქვენი ბავშვის ექიმის:

  • თუ ბავშვი არის 3 თვის ასაკამდე;
  • თუ ტემპერეტურამ აიწია დაავადების დაწებიდან რამოდენიმე დღეში;
  • ბავშვს ტემპერატურა უგრძელდება 5 დღეზე მეტ ხანს;
  • თუ ბავშვს 10 დღეზე მეტია აქვს გამონადენი ცხვირიდან;
  • თვალებიდან აქვს მოყვითალო ფერის გამონადენი
  • ცხირის გაჭედილობის გამო ბავშვი ვერ სვამს საკმარისი რაოდენობით სითხეებს.
  • ბავშვს აქვს ტკივილი გულმკერდის არეში;
  • აქვს ყურის ტკივილი ან გამონადენი ყურიდან
  • ბავშვს აქვს ძლიერი ყელის ტკივილი.

წადით უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ან დარეკეთ 112-ში:

  • თუ ბავშვი არის ლეთარგიული (ძალიან ძილიანი) ან პირიქით აღგზნებული;
  • თუ ბავშვს უჭირს სუნთქვა;
  • თუ ბავშვს ტუჩები აქვს ლურჯი;
  • თუ ბავშვს სტკივა კისერი ან/და აქვს დაჭიმული, ან სტკივა თავი.

საკვანძო საკითხები

  • ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციის ნიშნებია სურდო, ხველა, ცემინება და ზომიერი ცხელება
  • ვირუსული ინფექციის გამომწვევი ვირუსები ადვილად გადადის ერთი პერსონიდან მეორეზე. თუ ბავშვს აქვს ვირუსული ინფექცია შეუქმენით კომფორტული გარემო, მიეცით დიდი რაოდენობით სითხეები, გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი.
  • ყველაზე ადვილი გზა თავიდან ავიცილოთ ვირუსული ინფექცია არის ხელების დაბანა.