Услуги Evex

Последние новости

Узнать больше

23 Oктября, 2020

ევექსი ჰოსპიტლებმა ინფიცირებული პატარა პაციენტების სამკურნალოდ ციციშვილის კლინიკა დღეიდან გამოყო

ევექსი ჰოსპიტლები განაგრძობს ინფიცირებულთა სამართავად გუშინ დაანონსებული საწოლების გამოყოფას და სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში დღეს დამატებით კიდევ ერთი სამედიცინო ცენტრი - ციციშვილის ბავშთა კლინიკა გამოყო. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა მკვეთრი მატების მიუხედავად, ჰოსპიტალური ქსელის მიერ დღემდე გამოყოფილი 634 საწოლის სრული დატვირთვა არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ევექსი ჰოსპიტლები კვლავ მზადაა პანდემიასთან საბრძოლველად მოსახლეობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამჯერად, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მედპერსონალით აღჭურვილი ციციშვილის კლინიკაა მზად ინფექციური პროფილით მიიღოს პატარა პაციენტები.
Все новости