“ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს უფროსი ბუღალტრის ვაკანსიას თბილისში
სამუშოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა;
- კრედიტორული და დებიტორულივალდებულებების სისწორის კონტროლი;
- დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავლებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სავალდებულოა ფინანსების/ბუღალტრული მიმართულებით);
- ფინანსური ანგარიშგებისადა ბუღალტრული აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
- სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე არანაკლებ 5 წლისა;
- სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა ( MS Word, MS Excel);
- სავალდებულოა ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
- პრიორიტეტულია Exact-ში მუშაობის გამოცდილება;
- პრიორიტეტულია ინგლისური ენის ცოდნა;
- პრიორიტეტულია ACCA-ის სერთიფიკატი.
დამატებითი მოთხოვნები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- წინასწარ გაწერილ ვადებში მუშობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 03 დეკემბერი, 2019
„ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის ჰოსპიტლების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.