„ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს უფროსი აუდიტორის ვაკანსიას თბილისში
„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა:
– კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება საუკეთესო გამოცდილებაზე/ გავრცელებულ პრაქტიკაზე დაფუძნებული აუდიტის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
– კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემ(ებ)ის შეფასება და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
– კომპანიის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პროცედურებსა და ქვეყნის კანონმდებლობასთან.
- კომპანიის ბიზნეს პროცეს(ებ)ის აუდიტის წარმართვა:
– შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული პირველადი კვლევის განხორციელება;
– შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაცია/შეფასება;
– შესამოწმებელ პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების იდენტიფიკაცია;
– პროცესის შემოწმებისთვის საჭირო გეგმის/პროგრამის შემუშავება:
- პროცესში დანერგილი კონტროლის სისტემების ადექვატურობის/ეფექტიანობის შესაფასებლად საჭირო კონტროლის ტესტების განსაზღვრა;
- შემოწმების მასშტაბის განსაზღვრა;
- შემოწმების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მოძიება / შესაბამის დეპარტამენტთან/სამსახურთან ინფორმაციის გამოთხოვის ფორმის გენერირება;
- შემოწმების განსახორციელებლად შერჩევის მეთოდის განსაზღვრა საუკეთესო გამოცდილებაზე/გარცელებულ პრაქტიკაზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
- პროცესის შესამოწმებლად საჭირო რესურსების განსაზღვრა;
- შემოწმების პროცესის დროში გაწერა;
- პროცესის შემოწმების გეგმის/პროგრამის ან გეგმაში ცვლილების განხორცილების შეთანხმება დეპარტამენტის დირექტორთან.
– შემოწმების პროცესის წარმართვა:
- კონტროლის მექანიზმების ტესტირება;
- შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების/ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული დარღვევა/ნაკლოვანების განსაზღვრა;
- აღმოჩენილი დარღვევა/ნაკლოვანების შედეგების განხილვა პროცესზე პასუხიმგებელ პირ(ებ)თან.
– შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების ადექვატურობის/ეფექტიანობის შესახებ აზრის გამოხატვა, რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნის/შემოწმების აქტის მომზადება;
– გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პერიოდული კონტროლის განხორციელება, შესაბამისი დასკვნის მომზადება;
– შემოწმების პროექტის ფარგლებში მონაცემების შეგროვების და მათი სამუშაო ფორმებში თავმოყრის უზრუნველყოფა.
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლის მუშაობის მართვა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტი/ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- სავალდებულოა სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტორულ კომპანიაში (უპირატესობა მიენიჭება “Big4”-ში სამუშაო გამოცდილებას) აუდიტორის/უფროსი აუდიტორის პოზიციაზე
- პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს სულ მცირე 4 წლიანი გამოცდილებით შიდა აუდიტის / შიდა კონტროლის მიმართულებით სამედიცინო ან ფინანსური პროფილის ორგანიზაციაში;
- სავალდებულოა MS Office-ის პროგრამების (Word; Excel, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა, სასურველია Visio, Project და SQL პროგრამების ცოდნა;
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
აუცილებელი ცოდნა/კომპეტენციები:
- შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების სერთაშორისო სტანდარტები;
- საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- საქართველოს კანონი უკანონო შემასავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პრინციპების, ძირიათადი სადაზღვევო პროცესების, პროდუქტების ცოდნა;
- ჯანდაცვის სფეროს კანონმდებლობის და ჯანდაცვის პროგრამების ცოდნა (სასურველია);
- კომპლექსური მონაცემების მოპოვება და ანალიზი;
- პროექტის დაგეგმვისა და მართვის უნარი;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ობიექტურობა;
- კეთილსინდისიერება;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა - ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
- დროის განაწილების/მართვის უნარი
- მოწესრიგებულობისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 მარტი, 2022
“ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
აპლიკაციის გაგზავნა