სტაჟირება ბილინგის განყოფილებაში

 „ევექსისჰოსპიტლები“ აცხადებს სტაჟირებას ბილინგის განყოფილებაში თბილისში

ევექსი ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი, ქინძმარაულის 1-ლი შესახვევი
სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე, სტუდენტებისთვის შესაძლებელია მორგებული გრაფიკიც (არანაკლები 25 საათისა კვირაში)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3თვე

განსაკუთრებული მინიშნება: სტაჟირება არაანაზღაურებადია. წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან.

 

    ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებაში ჩართულობა;
  • მონაწილეობა პაციენტთა ისტორიის დამუშავებაში როგორც პროგრამულად, ასევე დოკუმენტობრივად;
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მონაცემების შეყვანა და დამუშავება მოთხოვნისამებრ;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოება მოთხოვნისამებრ;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

 

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
  • უპირატესობა მიენიჭება განათლებას ჯანდაცვის მართვის ან სამედიცინო მიმართულებით;
  • სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

 

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  14 ოქტომბერი, 2020

 

„ევექსის ჰოსპიტლები“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში; 

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი. 

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი). 

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. 

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. 

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება. 
აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line