“ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს პერსონალის შერჩევისსპეციალისტის ვაკანსიას თბილისში
„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი (ბელიაშვილის/142)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- პერსონალის შერჩევის პროცესის ეფექტური მართვა და ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატების შერჩევა;
- ვაკანსიების მენეჯერებთან კონსტრუქციული ურთიერთობის წარმოება და შერჩევის პროცესზე უკუკავშირის მიღებაზე ზრუნვა;
- ახალაყვანილი თანამშრომლებისგან უკუკავშირის მიღება და კომპანიასთან ადაპტირების პროცესში მხარდაჭერა;
- მიღებული უკუკავშირის ანალიზი და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- სარეზიდენტო პროგრამებსა და სხვა გადამზადების პროგრამებზე მონაწილეების მისაღები კონკურსის მართვა;
- სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების წარმოება;
- დადგენილი შესრულების ინდიკატორების შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება HR-ის, ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციოლოგიის ან სამედიცინო სფეროში
- სავალდებულოა პერსონალის შერჩევის მიმართულებით სამუშო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
- უპირატესობად ჩაითვლება სამედიცინო სფერშო რეკრუტერად მუშაობის გამოცდილება;
- პრიორიტეტულია დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის, პრიორიტეტებად დაყოფისა და ვადებში შესრულების უნარი და გამოცდილება;
- პრიორიტეტულია დინამიური ტემპის მქონე ბიზნესთან ეფექტურად პარტნიორობის გამოცდილება და უნარი;
- პრიორიტეტულია დამკვეთ მენეჯერებთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარების გამოცდილება და უნარი;
- პრიორიტეტულია შრომის კოდექსის ცოდნა (განსაკუთრებით წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ნაწილი);
- პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა;
- პრიორიტეტულია ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- დამოუკიდებლობა/ პასუხისმგებლობა;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, ისნტრუმენტების გამოყენების უნარი;
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 აპრილი, 2021
„ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

აპლიკაციის გაგზავნა