ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას პერსონალის შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 142
სამუშაო გრაფიკი: სრულიგანაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
-
პერსონალის შერჩევის პროცესის ეფექტური მართვა და ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატების შერჩევა;
-
ვაკანსიების მენეჯერებთან კონსტრუქციული ურთიერთობის წარმოება და შერჩევის პროცესზე უკუკავშირის მიღებაზე ზრუნვა;
-
ახალაყვანილი თანამშრომლებისგან უკუკავშირის მიღება და კომპანიასთან ადაპტირების პროცესში მხარდაჭერა;
-
მიღებული უკუკავშირის ანალიზი და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
-
დადგენილი შესრულების ინდიკატორების შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება HR-ის, ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციოლოგიის ან მომიჯნავე სფეროში
- აუცილებელია 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პერსონალის შერჩევის მიმართულებით
- პრიორიტეტულია დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის, პრიორიტეტებად დაყოფისა და ვადებში შესრულების უნარი და გამოცდილება;
- პრიორიტეტულია დინამიური ტემპის მქონე ბიზნესთან ეფექტურად პარტნიორობის გამოცდილება და უნარი;
- პრიორიტეტულია დამკვეთ მენეჯერებთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარების გამოცდილება და უნარი;
- პრიორიტეტულია შრომის კოდექსის ცოდნა (განსაკუთრებით წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ნაწილი);
- საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა;
- პრიორიტეტულია ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- დამოუკიდებლობა/ პასუხისმგებლობა;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, ისნტრუმენტების გამოყენების უნარი;
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24ოქტომბერი 2019
ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
აპლიკაციის გაგზავნა