„ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში
„ევექსის ჰოსპიტლები“ყველაზე ფარტო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: კარაპს მედლაინი, ლუბლიანას/48
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი ხუთი სამუშაო დღე;
ძირითადი მოვალეობები:
- შრომითი და მომსახურებისხელშეკრულებების მომზადება (პირობების წინასწარ დაზუსტება/შეთანხმება), თანამშრომლისთვის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთან/მომსახურების გამწევ პირთან დაკავშირებული ცვლილებების (გადაადგილება, დაწინაურება,და სხვა) ადმინისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის (ბრძანება, შეთანხმება, მიღება-ჩაბარების აქტები, ახსნა-განმარტებითი ბარათი და სხვა) დროულად მომზადება;
- ყოველდღიურად სახელფასო ბიუჯეტის კონტროლი - გადახარჯვის რისკის დროულად იდენტიფიცირება და ზემდგომი მენეჯერების ინფორმირება;
- თვის სახელფასო ხარჯის დადგენილ ბიუჯეტთან დადარება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
- მიმდინარედ ცვლილებების ასახვა შესაბამის პროგრამაში;
- თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა საშტატო ბაზაში და პროგრამაში ვადების დაცვით;
- თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ბენეფიტებისა და საკომპენსაციო პაკეტების შესახებ;
- თანამშრომლებისთვის ცნობების (ხელფასის, სამსახურის შესახებ) დროულად მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური ან კლინიკური მიმართულებით);
- სასურველია სასერთიფიკატო საბაზისო განათლება ადამიანური რესურსების მართვის კუთხით.
- აუცილებელია პერსონალის ადმინისტრირების კუთხით ან ჰოსპიტალში/კლინიკაში ადმინსიტრაციის მენეჯერის/სპეციალისტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა
- აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
- სასურველია შრომის კოდექსის ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- აუცილებელია ლიტერალურული ქართულით წერა, გამართული ქართულით მეტყველება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 17 დეკემბერი, 2021
„ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
აპლიკაციის გაგზავნა