პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტი

„ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს  პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი (ბელიაშვილის #142)

სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი ხუთი სამუშაო დღე;

 

      ძირითადი მოვალეობები:

  • შრომითი და მომსახურებისხელშეკრულებების მომზადება (პირობების წინასწარ დაზუსტება/შეთანხმება);
  • თანამშრომელთან/მომსახურების გამწევ პირთან დაკავშირებული ცვლილებების (გადაადგილება, დაწინაურება,და სხვა) ადმინისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის (ბრძანება, შეთანხმება, მიღება-ჩაბარების აქტები, ახსნა-განმარტებითი ბარათი და სხვა) დროულად მომზადება;
  • ყოველდღიურად სახელფასო ბიუჯეტის კონტროლი - გადახარჯვის რისკის დროულად იდენტიფიცირება და ზემდგომი მენეჯერების ინფორმირება;
  • თვის სახელფასო ხარჯის დადგენილ ბიუჯეტთან დადარება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
  • მიმდინარედ ცვლილებების ასახვა შესაბამის პროგრამაში;
  • თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა საშტატო ბაზაში და პროგრამაში ვადების დაცვით;
  • თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ბენეფიტებისა და საკომპენსაციო პაკეტების შესახებ;
  • თანამშრომლებისთვის ცნობების (ხელფასის, სამსახურის შესახებ) დროულად მომზადება;

 

        საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური ან კლინიკური მიმართულებით);
  • სასურველია სასერთიფიკატო საბაზისო განათლება ადამიანური რესურსების მართვის კუთხით.
  • აუცილებელია პერსონალის ადმინისტრირების კუთხით ან ჰოსპიტალში/კლინიკაში ადმინსიტრაციის მენეჯერის/სპეციალისტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • სასურველია შრომის კოდექსის ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • აუცილებელია ლიტერალურული ქართულით წერა, გამართული ქართულით მეტყველება;
  • სასურველია სამედიცინო ბაზისური ტერმინოლოგიის, სპეციალობების ცოდნა.

 

       პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის   უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  23 ივლისი, 2020

 

„ევექსის ჰოსპიტლები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line